Opening Concert of International Music Festival - Autumn Tbilisi

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. შესაბამისად ფესტივალის გახსნის კონცერტის პროგრამაც საზეიმო ხასიათს ატარებს . საქართველოში პირველად შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრი „სადღესასწაულო მესა“ სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. იგი ბეთჰოვენის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევადაა მიჩნეული.ეს მესა კომპოზიტორმა თავის მფარველსა და მეგობარს - არქიგრაფ რუდოლფ ავსტრიელს მიუძღვნა. ნაწარმოები იქმნებოდა 1819-1823 წლებში, ხოლო პირველად შესრულდა 1824 წლის 7 აპრილს სანქტ პეტერბურგში, თავად ნიკოლაი გალიცინის ეგიდით. მას შემდეგ ეს გრანდიოზული მესა მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური კოლექტივების რეპერტუარს ამშვენებს.

თბილისურ პრემიერას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებენ მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. სოლისტების რანგში წარსდგებიან შესანიშნავი საოპერო მომღერლები - სალომე ჯიქია (საქართველო), ნინო ზაქაიძე (საქართველო), გიორგი ჰანჩარი (უნგრეთი) და რამაზ ჩიქვილაძე (საქართველო).

 

International music festival “Autumn Tbilisi” celebrates the 25th anniversary this year. That’ why the program of opening concert is very festive. The “Missa Solemnis” of Ludwig van Beethoven for soloists, choir and symphony orchestra will be performed for the first time in Georgia. It is generally considered one of the composer’s supreme achievements. It has been dedicated to his foremost patron and friend Archduke Rudolf of Austria. The piece was composed from 1819 to 1823. It was first performed on 7 April 1824 in St. Petersburg, under the auspice of Prince Nikolai Galitzin. Since then, it is a gem in repertoire of world famous music ensembles.

The premier of “Missa Solemnis” in Tbilisi will be performed by Tbilisi Symphony Orchestra and Georgian State Choir under the baton of Maestro Vakhtang Kakhidze. The outstanding opera singers Salome Jikia (Georgia), Nino Zakaidze (Georgia), Gyorgy Hanczar (Hungary) and Ramaz Chikviladze (Georgia) will appear as soloists.


Buy ticket online


BILETEBI.GE Logo
GEL 10-30




Date

2017-09-17
19:30


Location
Tbilisi


Leave Your Comment

Similar Events

Oct 09 theatre

The Cherry Orchard, National Theatre of Bucharest, Rumanian


Oct 08 theatre

The Cherry Orchard, National Theatre of Bucharest, Rumanian


Oct 01 theatre

LAST MEETINGS, The Fomenko Workshop Theatre, Russia