საერთო ინფორმაცია აჭარაზე

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, იგი სამხრეთით ესაზღვრება თურქეთის რესპუბლიკას.

აჭარაში მდებარეობს შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ქალაქი ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა.

მნახველთათვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს აჭარის ბუნებას, რომელიც მრავალფეროვან კლიმატურ ზონებშია წარმოდგენილი და დღემდე აქვს შემორჩენილი "პირველყოფილი" სახე.

NNN_6141_1

1. აჭარის პლაჟები

აჭარაში მდებარეობს ბათუმის, კვარიათის, სარფის, გონიოს, ციხისძირის, მწვანე კონცხის და ქობულეთის ულამაზესი პლაჟები, რომლებიც ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან და მრავალფეროვნებასთან ერთად აჭარის პლაჟები გამაჯანსაღებელი ჰავით გამოირჩევა.

St. Nikolas (3)_2

2. ძველი ბათუმი

ქალაქის პირვანდელი ფორმა - ბათუსი ძვ.წ.ა. IV საუკუნეში უკვე მოიხსენიებოდა. საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე. ჯერ კიდევ პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში ქალაქი ევროპელი არქიტექტორების დახმარებით გაშენდა. ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილი საზღვაო ნავსადგურსა და ბულვარს შორის არსებულ სივრცეზეა განთავსებული. იგი ძირითადად ზღვისკენ ორიენტირებულ, მრავალფეროვანი ფასადებითა და კოლორიტული აივნებით გამორჩეულ ორსართულიან სახლებს მოიცავს.

_MG_8403

3. ბათუმის ბულვარი

ბათუმის ზღვისპირა ბულვარის განაშენიანება 1881 წლიდან იწყება და მასში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ პრუსიელ მებაღეს რესლერს და ფრანგ მიხეილ დალფონსს. ბათუმის ბულვარის ტერიტორია დღეისათვის 7 კილომეტრს შეადგენს და მოიცავს ძველი ბულვარისა და ახალი ბულვარის ტერიტორიებს. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, თანამედროვე დიზაინის მოსასვენებლი სკამებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

bbg (3)

4. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღი დაარსებულია 1912 წელს ანდრეი კრასნოვის მიერ, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე 111 ჰექტარზე გაშენებულ ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე სპეციალური საექსკურსიო ელექტრო-მობილებით.

NNN_2354_2

5. ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის 6 მაისის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია დელფინარიუმი, რომელიც თავისი უნიკლაური სამ ენოვანი შოუებით უკვე იქცა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებულ ტურისტულ ატრაქციად. 6 მაისის პარკი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ბაღია, რომლის განაშენიანება 1881 წლიდან დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე დელფინარიუმის გარდა განლაგებულია აკვარიუმი, ზოოკუთხე და საბავშვო ატრაქციონები. პარკში ასევე შესაძლებელია ნავით ტბაზე გასეირნება.

Piazza (38)

6. ბათუმის „პიაცა“

ბათუმის პიაცა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია მთელ საქართველოში. პიაცას კომპლექსი აერთიანებს რამოდენიმე სასტუმროს, რესტორანსა და კაფე-ბარს. პიაცამ უკვე დაიმკვიდრა გასართობი კომპლექსის სტატუსი. აქ გაიმართა მსოფლიოში ცნობილ ისეთი დიდი მუსიკოსების კონცერტები, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო, კრის ბოტი, სტინგი, მეისი გრეი, მიშელ ლეგრანი და თამარ გვერდწითელი.

Batumi (33)_2

7. ბათუმის საბაგირო გზა

ბათუმის საბაგირო გზა ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ცენტრი "არგო"-მდე მისასვლელ გზას 10 წუთში ფარავს. კულტურულ-გასართობი ცენტრი „არგო“ ვიზიტორებს ქალაქის, შავ ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს სთავაზობს. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს. საბაგირო გზის სიგრძე 2.586 მეტრია. მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები).

DSC_4674

8. გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ.დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია როგორც ელინისტური, ისე ბიზანტიური და ოსმალური ხანის მასალა. გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გონიოს ციხის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს მუზეუმი.

keda-maxunceti (3)

9. მახუნცეთის ჩანჩქერი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე ჩანჩქერი მდებარეობს. ჩანჩქერი ვარდნის სიმაღლე 50-მეტრამდე აღწევს და უამრავ ვიზიტორს იზიდავს. მახუნცეთის ჩანჩქერის ირგვლივ საპიკნიკე ადგილებია განთავსებული. ახლომდებარედ შესაძლებელია „თამარის ხიდად“ წოდებული უძველესი თაღოვანი ხიდის, ასევე ქედის ღვინის მარნებისა და აჭარული ღვინის სახლების მონახულება.

_CIM6945_2

10. სხალთის მონასტერი

სხალთის მონასტერი აჭარის ყველაზე მაღალმთიან ადგილზე, ხულოს მინიციპალიტეტში მდებარეობს. სხალთის კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებით ჩანს, რომ სხალთის მონასტერი აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის შუა ხანებში. გამორჩეულია სხალთის მონასტრის ფრესკები, რომლებიც უფრო გვიანდელი პერიოდს, XIV-XV საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

ტექნიკური მონაცემები აჭარის შესახებ

საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით შემავალი რეგიონი.

აქვს საკუთარი გერბი და დროშა.

ადმინისტრაციული ცენტრი- ბათუმი

ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულები: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

ქალაქის მოსახლეობა - 48%;

ფართობი - 2,9 000კმ² (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 4,2%)

საზღვრის საერთო სიგრძეა 270 კმ, მათ შორის საზღვაო - 57 კმ.;

მოსახლეობა- 400 000-მდე(82% ქართველი)

მსგავსი გვერდები