ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. თელავი , ღვინის რეგიონების სახლია. თელავში ხელოვნების მუზეუმი, ციხე და თეატრია, სადაც წარმოჩენილია ხალხური სიმღერა და ცეკვა. თელავში შესაძლებელია მოეწყოს შესანიშნავი 2-3 დღიანი ექსკურსია, იდეალური ადგილია ქართული კერძების და ღვინის დასაგემოვნებლად.

orig_pr-news_290_0

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმი 1927 წელს დაარსდა და მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზშია განთავსებული. მასში დაცულია მხატვართა ნამუშევრები, ბიბლიოთეკა და ძველი თელავის ამსახველი ფოტომასალა.

მის.: ქ. თელავი, ერეკლე II გამზირი #1

/br>

kakheti, Telavi, TourDep_DSC_5976

ჩოლოყაშვილის ქუჩა

ჩოლოყაშვილის ქუჩა ქ. თელავის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას წარმოადგენს, რომელსაც რესტავრაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.

telavi banner patara

ბატონის ციხე

ეს ხუროთმოძღვრული კომპლექსი 1667-1675 წლებით თარიღდება და მის შემადგენლობაში შედის: კახთა მეფის სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი.

მის.: ქ. თელავი, ერეკლე II გამზირი

open-air-theatre-in-telavi

ნადიკვარის პარკი

პარკი მოწყობილია სასეირნო ბილიკებით, 12 მეტრიანი საფეხმავლო ხიდით, გადასახედი ადგილებით, სათამაშო მოედნებით, საზაფხულო ამფითეატრით და ატრაქციონებით.

მის.: ქ. თელავი

11451756

ჭადარი

900 წლოვანი ჭადრის ხე სიმაღლით 12 მეტრს აღწევს და ქ. თელავის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

SHuamta-DZveli (1)

ძველი შუამთა

ძველ შუამთაში, რომელიც თელავიდან 7კმ-ზე მდებარეობს, შემონახულია დღესდღეობით საქართველოში არსებული ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია - V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ორი ჯვარგუმბათიანი ეკლესია კი VII საუკუნეს განეკუთვნება.

SHuamta-Akhali (1) 2

ახალი შუამთა

ძველი შუამთიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარე ტაძარი XVI ს-ის შუახანებით თარიღდება. მხატვრობა თანადროულია. 1762 წ. ერეკლე II-მ აღადგინა დაზიანებული ტაძარი. XIX ს-ში იგი გარედან შეათეთრეს. ახალი შუამთის ეკლესია შუასაუკუნეების კახური ხუროთმოძღვრების ტიპური ნიმუშია.

Ikalto, kakheti, TourDep_DSC_6103

იყალთო

სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე მდებარეობს. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. ადრე აქ აკადემია იყო. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია 3 ეკლესია: ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება”; სამების მცირე ეკლესია; ყველაწმინდის ერთნავიანი ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი.

tsinandali

ალ. ჭავჭავაძის მუზეუმი

წინანდლის სასახლე XIX ს-ში ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს და ქართული კულტურის ერთგვარ კერას წარმოადგენდა. სასახლის ტერიტორიაზე გაშენებულია დეკორატიული ბაღი, რომელშიც მსოფლიოს სხავადასხვა კუთხის 1000-ზე მეტი სახეობის ხე და ბუჩქი ხარობს. აქვე ნახავთ მარანს, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20,000 ბოთლი ღვინით.

მის.: სოფ. წინანდალი

alaverdi

ალავერდის მონასტერი

მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა (ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა), მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. მონასტერში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.

მის.: სოფ. ალავერდი

მსგავსი გვერდები