მესტია ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრია რომელიც მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 456 კმ. და ზღვის დონიდან 1.500 მეტრზე. მესტია საწყისი წერტილია სვანეთში მოგზაურობისთვის . აქ მრავლად არის საოჯახო სასტუმროები, სასტუმროები და ტურისტებისთვის მომსახურეობის ცენტრები, რაც მოსახერხებელია ტერიტორიის შესასწავლად. ასევე ახალი სათხილამურო კურორტი მესტიაში საშუალებას მისცემს დამსვენებლებს თხილამურებით და სნოუბორდით ისრიალონ ზაფხულში.

ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ რელიგიას , ისტორიას და მოინახულონ მრავალი კედლის ფრესკები ეკლესიებში ,რომლებიც თარიღდება შუა საუკუნეებით. წმინდა გიორგის ეკლესიაში შემონახულია ჯვრები და ნივთები რომლებიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ასევე ფუსდის ეკლესიაში შემონახულია მე-13 საუკუნის კედლის ფერწერა.

svanetis muzeumis  eqsponant

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

მუზეუმი 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები; ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა. მის.: დაბა მესტია

Khergiani Museum, Mestia, svaneti, TourDep_DSC_0481

მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი

მუზეუმის I სართულზე ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები (სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ფოტოები, ჯილდოები, საჩუქრები - მათ შორის ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, და სხვა)

მის.: დაბა მესტია

ლაღამის  ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახ. ეკლესია

ტაძარი დაბა მესტიის ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული დიდ მოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობისაა და მე - IX საუკუნით თარიღდება. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. გამოკვეთილად ჩანს მხატვრობის ორი შრე. მეორე სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული და მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით. ტაძრის გარეთა კედელზე მკაფიოდ შეინიშნება მხატვრობა. ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით

“წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქროვერცხლის ჭედური ხატი.

ხედი  ზურულდიდან

ჰაწვალის საბაგირო და ხედი ზურულდიდან

მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით.

Chalaadi, svaneti, TourDep_DSC_0332

ჭალაათის მყინვარი

ხეობური ტიპის მყინვარი მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მესაუცილებლად ტიაჭალის სათავეში. მყინვარის ენის სიმაღლე 1850 მეტრია. ჭალაათი ერთადერთი მყინვარია, რომელიც იჭრება ტყის ზონაში. მყინვარი საზრდოობს მწვერვალების ბჟედუხის, ჩათინისა და დალაყორის ნაკადებით.

Ushguli

უშგული

უშგული მესტიის მუნიციპალიტეტში, შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან მდებარეობს. თემი შედგება 4 სოფლისგან (ჟიბიანი , ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში) და მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევა. თემის ცენტრი - სოფელი ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

Kala, svaneti, TourDep_DSC_0649

კალა

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე თემი შედგება 8 სოფლისგან: აგრაი, იფრარი, ლალხორი, დავბერი, ხე, ვიჩნაში, ხალდე, ლასკრალი. ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: იფრარის XI საუკუნის ეკლესია, XI საუკუნის წმ. კვირიკეს ეკლესია (ლაგურკა) და სოფელ ხეში.

Adishi, svaneti, TourDep_DSC_0672

ადიში

სოფელ ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლია: კედლის მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესია, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები.

წმინდა გიორგის  ნაკიფარის ეკლესია

იფარი-ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია

დარბაზული ტიპის სამლოცველოს აღმოსავლეთით ფასადი მოხატულია ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებით. მისი ინტერიერი მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს შეიქმნა. აქვე ინახება XI საუკუნეში მოღვაწე ოქრომჭედლის ასანის მიერ შესრულებბული წმ. გიორგის ჭედური ხატი.

ლატალი

მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ეკლესია სოფელ ლატალში მდებარეობს. სვანები მას „მაცხვარიშით“ მოიხსენიებენ. დარბაზული ტიპის ეკლესია აშენებულია მე -X საუკუნეში და გამოირჩევა მაღალმხატვრულობით. ტაძარში დაცულია XII საუკუნის ბიზანტიური საწინამძღვარო ჯვარი, რომელიც ტიხრული მინანქრითაა შემკული.

მსგავსი გვერდები