მცხეთა შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანაში და იყო ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრი. მხოლოდ 20 კილომეტრში თბილისიდან და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, ქალაქი მდებარეობს უძველეს სავაჭრო გზებზე. მეცნიერული აღმოჩენების თანახმად მცხეთა მთავარი სავაჭრო ცენტრია.

მცხეთის მიწებშია ნაპოვნი ბერძნული და არამეული ნაწერები, თიხის ჭურჭელი, რისი ნახვაც შეგიძლიათ ქალაქის მუზეუმში. უძველეს გეოგრაფმა სტრაბონმა, მცხეთა აღწერა როგორც ყველაზე მაღალ განვითარებული ქალაქი, წყალმომარაგეობის სისტემით, ბაზრით და ქვის სახლებით. მცხეთა ასევე იყო ქვეყნის რელიგიური ცენტრი, პანთეონებით, რომლებიც შემდეგ ჩაანაცვლეს ეკლესიებით, როდესაც წმინდა ნინომ გაავრცელა ქრისტიანობა საქართელოში. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 საუკუნეში თბილისი გახდა საქართველოს დედაქალაქი, მცხეთა კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსის რეზიდენცია. დღეს კი ამ ლამაზ და ძველ ქალაქს აქვს მშვიდი გარემო.

Mtskheta 6

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. კომპლექსში შედის: ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

Samtavros mnasteri

სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

XI ს-ის 30-იან წლებში აგებული კომპლექსი ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარეობს. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული კაბადოკიელმა ქალწულმა ნინომ. აქვე არიან დაკრძალულნი პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ასევე ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით.

DSC07137

მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი აერთიანებს მსოფლიო და ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებს. მუზეუმ-ნაკრძალში დაცულია მრავალფეროვანი მასალა ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით და ეთნოგრაფიული არტეფაქტები.

მის.: დავით აღმაშენებლის ქ. 34.

Bebris cixe

ბებრისციხე

ციხე მდებარეობს ქ. მცხეთის ჩრდილოეთით, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ბელტა ერქვა. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 კვ.მ, შიდა ეზოსი _ 600 კვ.მ.

Jvari 5

ჯვრის მონასტერი 

VI საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ტაძარი შეტანილია UNESCO -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

armazi

არმაზციხე (ბაგინეთი)

არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი (ძვ.წ. IV-ა.წ. VIII) მდებარეობს მცხეთა-თბილისის გზატკეცილზე. მისი სახელწოდება დაკავშირებულია კერპ არმაზთან, რომელიც მეფე ფარნავაზს მთავარ ღვთაებად გამოუცხადებია. არმაზციხეში აღმოჩენილია: გალავნის ნანგრევები, კოშკები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი, სამეფო აკლდამის ნანგრევები და სხვა. არმაზციხეს ადგილობრივები ბაგინეთს უწოდებენ.

არმაზის   ციხე

არმაზის ციხე

არმაზი ერთ-ერთი მნიშველოვანი ციხეა თავისი სიძველით და მასშტაბებით. ამჟამად ნანგრევებად შემორჩენილ ციხეს 30 ჰექტარი ტერიტორი უკავია. ციხე კავკასიონის გადაღმა ქვეყნებთან დამაკავშირებელ გზას კეტავდა.

shio mgvime

შიომღვიმის მონასტერი

მონასტერი, რომელიც მცხეთიდან 8 კმ-ში მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - შიომ დააარსა. კომპლექსში შედის სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობანი: მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაოეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები - ქვაბები, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები, წყარო, წყალსადენი, გალავანი, ჯვრის ამაღლების ეკლესია.

Zedazeni

ზედაზენი

ზედაზენის კომპლექსი მდებარეობს ხშირი ტყით დაფარული ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კმ-ზე. კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ციხე-გალავანი და კლდეში ნაკვეთი სენაკები.

iliachavchavadze

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს, დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღვენახით. მუზეუმში დაცულია: მწერლის მემორიალური ნივთები და ხელნაწერები; მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალა. მის.: სოფ. საგურამო

მსგავსი გვერდები