სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, საკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში.

ბალნეოლოგიური კუროტ საირმის მინერალური და თერმული წყაროების სამკურნალო თვისებები ჯერკიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. წყაროები კურორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროდ გადმოედინება. ისინი ქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ჩატარებული ქიმიური ანალიზის შემდეგ წყაროები დაინომრა, მკვეთრად განისაზღვრა თითოეული მათგანის უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები, აშენდა თანამედროვე ტიპის ბიუვეტები, რაც კომფორტულს ხდის დამსვენებლისათვის სამკურნალო წყაროების მიღებისა და სწორი დოზირების განსაზღვრის პროცესს.

რა დაავადებებს კურნავს საირმის წყაროები:

ბიუვეტი # 1 : შარდ - კენჭოვანი დაავადებები (თირკმლისქორნიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი,ასევე მკურნალობაპროფილაქტიკური მიზნით).

ბიუვეტი # 2 : ნაღვლ - კენჭოვანი დაავადებები (ქრონიკულიქოლეცისტიტი, ქრონიკულიჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით,ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით).

ბიუვეტი # 3 : ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანიდიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრითი, ოსტეოქონდროზი).

ბიუვეტი # 4: კუჭ - ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ანდაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი).

მსგავსი გვერდები