სიყვარულისა და ღვინის ქალაქი,ასე უწოდებენ სიღნაღს ბოლო წლებში.ძალიან მიმზიდველია მათთვის,ვისაც განტვირთვა ესაჭიროება,მოსწონს ყველაფერი მშვენიერი,სასიამოვნო და პატარა. სიღნაღში გასეირნებისას,შეიძლება თავი იტალიაში იგძნოთ – არქიტექტურა საკმაოდ მსგავსია პატარა იტალიური ქალაქებისა. მოკირწლული,რომანტიკული ქუჩები,მოჩუქურთმებული აივნები, 24/7 საქორწილო-სარიტუალო მომსახურება.რა არის ამ ქალაქში მათთვის,ვისაც არ უნდა დაქორწინება? თქვენ შეგიძლიათ:

1. გასეირნება ქალაქის გალავნის ირგვლივ

სიღნაღი ცნობილია თავისი გრძელი ქალაქის გალავნით: კარგადაა შემონახული 4,5 კილომეტრიანი ქვის კედლები– რომელიც გადაჭიმულია მთის ქედის სიგრძივ. არსებობს ორი შესასვლელი. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ და დატკბეთ ალაზნის ველის ცქერით.

2. ვიზიტი სიღნაღის მუზეუმში

გაიგეთ მეტი ქალაქის,რეგიონის ისტორიის შესახებ და ნახეთ ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის იშვიათი ნამუშევრები.

3. წმინდა სტეფანეს ტაძარის მოლოცვა

ტაძრის უცნაურობა ისაა,რომ ჩაშენებულია სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში.სამრეკლოდან იშლება ქალაქის წარმტაცი ხედი.

4. მოინახულოთ ღვინის ქარხნები

არ დაგავიწყდეთ,რომ კახეთი ღვინის სამშობლოა. ნახეთ ღვინის სარდაფები,მაღაზიები, დააგემოვნეთ ცნობილი ქართული ღვინო : რქაწითელი,წინანდალი,საფერავი. ჰკითხეთ მესაკუთრეებს ღვინის დამზადების შესახებ–ისინი სიხარულით გაგიზიარებენ საუცხოო გამოცდილებას.

5. ვიზიტი ბოდბის მონასტერში

ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.ეს ულამაზესი მონასტერი ქართველების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, აქ დაკრძალულია წმინდა ნინო,რომელმაც ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში. შესაძლებელია საფლავის მოლოცვა – ხალხი ამბობს,რომ წმინდანს შეუძლია სანუკვარი სურვილების ასრულება.

გასეირნება მონასტრის გასაოცარ ბაღში სიმშვიდის შეგრძნებისა და განტვირთვის საშუალებაა... ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ წმინდა ნინოს სახელობის წმინდა წყაროსთან და ჩაყვინთოთ სამკურნალო,ცივ წყალში.

6. კვადროციკლით გასეირნება

კვადროციკლი,ან მოპედი სწრაფი საშუალებაა შეისწავლო ქალაქი და მისი შემოგარენი. ამგვარად, შეგიძლიათ უფრო ადრე,ღრმად ჩაეფლოთ ზემოთ ხსენებულ ღვინის სარდაფებში.იქირაოთ კვადროციკლი მეფე ერეკლე II–ის სახელობის ცენტრალურ მოედანზე და ისიამოვნოთ ფანტასტიკური გასეირნებით.

მსგავსი გვერდები