ქუთაისი, იმერეთის მთავარი ქალაქია, სიდიდიდ მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ. დახვეწილი, ხეებით გაფორმებული ქუჩები, მე-19 საუკუნის სახლები და მიმზიდველი პარკები. ქუთაისი გარშემორტყმულია ულამაზესი ადგილებით და მრავალი სანახაობაა. ებრაულ კვარტალში წარმოდგენილია რამოდენიმე სინაგოგა, რაც ხაზს უსმევს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს. ქალაქის უდიდესი სინაგოგა, აგებულია 1886 წელს და 500 ადგილიანი მრევლისთვის არის გათვლილი, ხოლო დიდებული ბაგრატის და გელათის ეკლესიები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობების სიაში, რაც ადასტურებს ქალაქის მნიშვნელობას.

bagrati

ბაგრატის ტაძარი

X-XI საუკუნეების ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. მის.: ბაგრატის ქუჩა N 25

gelati 1

გელათი

ტაძარი ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მე-11 კმ-ზე მდებარეობს. 1125 წელს აგებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი, შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანეს რელიგიურ, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ, ამ ტაძარშია დასვენებული მეფე დავით აღმაშენებელი. მის.: სოფ. გელათი

mocameta1

მოწამეთა

ტაძარი ქ. ქუთაისიდან 6 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. სამონასტრო ანსამბლი VIII საუკუნეში არგეთის მთავრების წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების მიერ არის აგებული. მათი წმინდა ნაწილები დღემდე ტაძარშია შემონახული და არსებობს თქმულება, რომ თუკი ამ სიწმინდეების ქვეშ გაძვრები ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდება.

მის.: სოფ. მოწამეთა

SONY DSC

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მათ შორის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. VII - IX სს-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მის.: პუშკინის ქ. N 12

_DSC2517

ქალაქის ისტორიული უბანი

ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილი - სამეფო უბანი მოიცავს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს, წერეთლისა და პუშკინის ქუჩებს.

vanis muzeumi

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

მუზეუმი მდებარეობს ვანის ანტიკური ნაქალაქარის მიდამოებში და მასში დაცული სტაციონ-არული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს.-დან I ს.-ის ჩათვლით. აქ წარმოდგენილია ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ცალკეული ფრაგმენტები; ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.

მის.: ლორთქიფანიძის ქ. N 22, ქ. ვანი

sataplia cave

სათაფლიის აღკვეთილი

სათაფლიის ნაკრძალი ქ. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით, 6 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე, რომელიც ხუთას ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე შესაძლებელია დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის მონახულება; კარსტული მღვიმის

დათვალიერება; შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა და სხვა საინტერესო-სათავგადასავლო აქტივობების განხორციელება. მის.: სოფ. ბანოჯა

promete6

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს კარსტული მღვიმე ქ. ქუთაისიდან 40 კმ-ს დაშორებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმეში მრავლად არის წარმოდგენილი სტალაქდიტები, სტალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. ვიზიტორს ამ ულამაზესი ადგილს დათვალიერება შეუძლია როგორც ფეხით, ასევე ნავის საშუალებით.

kacxis sveti 1 copy

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი

კირქვის სვეტისებრი 40 მეტრიანი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სვეტის თავზე შემორჩენილია ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები, მარანი და გალავანი. მის.: სოფ. კაცხი

gordis kanioni

გორდას კანიონი

ბუნების ეს ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კანიონის

სიგრძე 14 კმ-ა, სიგანე 3-20 მ-ის, ხოლო სიღრმე 20-100 მ.-ის შუალედში მერყეობს. ხეობის

ნაპირები ტყის ბუჩქნარითა და ბზითაა დაფარული.მის. სოფ. გორდი

მსგავსი გვერდები