პატარა,მიმზიდველი ქალაქი,ყვარელი ,თბილისიდან 150 კმ–ის დაშორებით მდებარეობს.წარმოადგენს,როგორც,საინტერესო ადგილს ერთდღიანი ტურებისთვის,ისე საწყის წერტილს,კახეთის მარშრუტისათვის. ღვინის მოყვარულები,ბუნებისა და ისტორიის მცოდნეები აუცილებლად იპოვნიან მათთვის საინტერესოს ყვარელში. ღვინო არის კახეთის,საქართველოს სისხლი,ხოლო ყვარელი, მნიშვნელოვანი სისხლძარღვი. აქ შეგიძლიათ:

1. ეწვიოთ ქინძმარაულის ღვინის ქარხანას და დააგემოვნოთ ღვინო

დააკვირდეთ ღვინის წარმოების პროცესს, დააგემოვნოთ ცნობილი ნახევრად ტკბილი ქართული ღვინო ,,ქინძმარაული" , რომელიც,საქართველოს ამ რეგიონში მოდის.

2. იმოგზაურეთ ღვინის გვირაბის სიღრმეში

საბჭოთა კავშირის დროს,ერთ–ერთმა მსხვილმა ღვინის მწარმოებელმა,სახელად ,,ხარება" , დააარსა ღვინის ქარხანა და სადეგუსტაციო ოთახები. გაიარეთ ცივი დარბაზები,გაიგეთ მეტი,ღვინის შესახებ და ისიამოვნეთ კახეთის თვალწარმტაცი ხედით კოშკიდან. აღმოაჩინეთ,რომელი ღვინის მწარმოებელი უფრო მოგწონთ: ევროპული თუ ქართული.

3. მოგზაურობა ილიას ტბაზე

მუნიციპალური ტბა,კარგად მოწყობილი რეკრეაციული ზონით,მდებარეობს ყვარლის ცენტრიდან 5 წუთის სავალზე. ისეირნეთ ველოსიპედით,იქირავეთ კატამარანი ან ნავი, იცურეთ ტბაში და ნახეთ ტყით დაფარული მთები,განა ეს საოცარი არაა?!

4. აღმოაჩინოთ მაღალი დონის კურორტები

კურორტი ყვარლის ტბაზე,გთავაზობთ მაღალი დონის დასვენებას – სპა მომსახურება,საცურაო აუზი,ველოსიპედი და ტურები დანარჩენ კახეთში.მოშორებით,არის კიდევ ერთი კურორტი,სადაც არ არის ტბა,თუმცა მნახველს შეუძლია მიიღოს ქართული ღვინის აბაზანები.

5.ვიზიტი ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში

საქართველოს თანამედროვე ერის წინამძღვარი,ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა ყვარელში – მისი მუზეუმი მდებარეობს თავის მოკრძალებულ სახლში,ულამაზი ბაღითა და ქვის კოშკით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს დიდი მოაზროვნე, ჩაძირული ღრმა ფიქრებით მომავალზე? აუცილებლად ეწვიეთ ყვარელს!

6.დაათვალიეროთ ყვარლის ციხე–სიმაგრე

ყვარლის ციხე–სიმაგრე მდებარეობს ცენტრალური მოედნის მარჯვნივ, ულტრა თანამედროვე სტილის იუსტიციის სახლის მოპირდაიპრე მხარეს.ციხე–სიმაგრე ცნობილია იმ ფაქტით,რომ,XVIII საუკუნის შუა წლებში,ხარბი ტომის ბელადი ციხის დაპყრობას ცდილობდა ,თუმცა უშედეგოდ.ამჟამად,ციხე–სიმაგრეში შენარჩუნებულია უძველესი საფეხბურთო სტადიონი!

მსგავსი გვერდები