„მშრალი ხიდის“ ბაზრობა - საუკეთესო ადგილი უნიკალური სუვენირების შესაძენად!

„მშრალი ხიდის“ ბაზრობა თბილისის ისტორიულ ნაწილში, თავისუფლების მოედნიდან ფეხით 20 წუთის სავალზე მდებარეობს. აქ შეიძლება წააწყდეთ ყველა იმ სუვენირს და ნივთს, რომელზეც ოდესმე გიოცნებიათ.

Source: Megapass

 

Source: Econet

Source: Econet

უფრო მეტიც, ტრადიციული, ტურისტებზე გათვლილი ნივთების გარდა აქ შეიძლება ნახოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მედლები, ძველი მინანქრის ნაკეთობები, საბჭოთა კიჩი, ხელნაკეთი სამკაულები (ხანდახან ძალიან ლამაზი და დახვეწილი), ძველი კამერები და  მრავალი სხვა რამ, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

Source: Econet

Source: yozhezavrik

აქვე შეიძლება ნახოთ ორიგინალური ნივთები საბჭოთა კავშირიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, საკუთრივ საქართველოდან და თვით სომხური, ან აზერბაიჯანული წარმოშობისაც კი.

Source: Nadiin

Source: Svetonebo

აქ იყიდება უამრავი წვრილმანი, რომლებიც ელიან, როდის აირჩევთ მათ და ადგილს სახლში მიუჩენთ.

Source: Salatau

ძალიან ბევრი ზეთში და აკვარელში შესრულებული ტილო ელოდება მომავალ მფლობელს. ხასხასა ფერებში გადაწყვეტილ ნახატებზე ნამდვილად იგრძნობა ის ლაღი და მხიარული განწყობა, რომელისაც ყველა ტურისტს გრძნობს საქართველოში მოგზაურობისას.

Source: Megapass

Source: Megapass

 

Photo credit: jackandjilltravel

ამ ბაზრობის რიგები ძალზე საინტერესოა და შეიძლება რამდენიმე საათით შეგიტყუონ.

Source: Econet

 

Source: Svetonebo

ყოველთვის გამოჩნდება შორიახლოს მაცდური ნივთი, რომელიც გიხმობთ, რომ მიხვიდე და კარგად დაათვალიერო. ვინ იცის, რა სიურპრიზი გელით იმ დახლთან?

Source: Nadiin

 

Source: astrolabe.su

მშრალი ხიდი ასევე სავსეა მეორადი ნივთებითაც.

Source: yozhezavrik

Source: yozhezavrik

 

აქ შეიძლება წააწყდეთ ძველ სამოვარებს, კამერებს, წიგნებს, ოჯახური ფოტოებს, საფოსტო ბარათებს, სათვალეებს, ბანქოს და მრავალ სხვა, ყოველდღიური დანიშნულების ნივთსა თუ აქსესუარს.

Source: yozhezavrik

 

Source: yozhezavrik

ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ სანახაობასაც გადააწყდებით...

Source:Nadiin

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ორიგინალური, ვინტაჟური სტილის სუვენირი დაგჭირდებათ, იცით, სადაც უნდა მიხვიდეთ.

Leave your comment