KA

Scorpions

31 მაისს, Black Sea Arena გერმანული როკის ლეგენდას „Scorpions”-ს უმასპინძლებს.
ბილეთის შეძენა

31 მაისს, Black Sea Arena გერმანული როკის ლეგენდას „Scorpions”-ს უმასპინძლებს.

ბევრისთვის 60-იან წლებში შექმნილი ჰარდ-როკ ბენდი პაციფისტური ბალადის, Wind of Change-ის წარმატებასთან ასოცირდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჰანოვერში დაფუძნებული ბენდის მუსიკალური მოგზაურობა ბევრად უფრო საინტერესო და ხაზგასასმელია. ათეულობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით Scorpions არ კარგავს არც აქტუალურობას და არც მსმენელს, რომელიც მათი მუსიკის მოსასმენად მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებს დღემდე ავსებს. გამონაკლისი არც Black Sea Arena იქნება, სადაც ბენდი 2016 წლის წარმატებული კონცერტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნდება.

ნამდვილად შთამბეჭდავია Scorpions-ის მუსიკალური მემკვიდრეობა და ბენდმაც ყოველთვის კარგად იცის რას ელოდება მათგან მსმენელი, ამიტომ Black Sea Arena-ს სცენაზე აუცილებლად მოვისმენთ იმ ჰიტებს, რომლებმაც აუდიტორიას როგორც ბენდი, ასევე მთლიანად როკ მუსიკა შეაყვარა.

კარების გაღება | 18:00
შოუს დასაწყისი | 21:00

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.

თარიღი31 მაი, 2024
locationბლექ სი არენა, შეკვეთილი, საქართველო
კატეგორიაკონცერტები
you might be interested in
ყველას ნახვა
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა