ზღვის კურორტები

საზღვაო სეზონი საქართველოში იწყება მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში. როგორც წესი, მზიანი ამინდებია და თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვის ჰაერით. რეალურად  საუკეთესო დრო ზღვაში საბანაოდ არის ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე. ამ დროს წყალი მართლაც სასიამოვნოა და ლამაზი პეიზაჟები  თქვენს დასვენებას დაუვიწყარს და სრულყოფილს გახდის. საქართველოში თითოეული საზღვაო კურორტი გამოირჩევა სხვადასხვა დამახასიათებელი თვისებით. ბათუმი არის ღამის ცხოვრების და გართობის ცენტრი;  უფრო მშვიდი დასვენებისთვის არის განკუთვნილი ქობულეთი და სარფი, სადაც თქვენ საშუალება გექნებათ ოჯახთან ერთად დაისვენოთ. ასევე ურეკი, თავისი მაგნიტური ქვიშის სანაპიროს წყალობით, ძალიან კარგი ადგილია თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი