მოლაშქრეობა

საქართველოში ადვილად შეძლებთ, გაექცეთ ყოველდღიურ რუტინას. ევროპის ყველაზე ხელუხლებელი ბუნება ტრეკინგის და ლაშქრობის მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. მიაბიჯებთ უხსოვარ დროში გაკვალულ ბილიკებზე, მიუყვებით მდინარის ულამაზეს ხეობებს, ჩაუვლით ამაყად აღმართულ კოშკებს და ციხე-სიმაგრეებს, შეისინთქავთ სუფთა ჰაერს და შეიგრძნობთ , თუ  როგორი თავისუფალი ხართ, მარტო, ამ ულამაზესი ბუნების წიაღში. ადგილობრივი ძველი ბილიკები ასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა აქაური მწყემსების მიერ. შეგიძლიათ, აირჩიოთ რთული ან მარტივი გზები, რომლებიც მიგიყვანთ კავკასიონის იმ თოვლიან ქედებთან და მყინვარებთან, რომელთა შესახებ საერთოდ არ გსმენიათ. აქ ფლორა და ფაუნა საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, იმედიანად იყავით, თქვენ ყოველთვის თბილად გიმასპინძლებენ, დაგაპურებენ, გაგასინჯებენ ადგილობრივ ღვინოს და თუ მოისურვებთ, სოფლის მაცხოვრებლები ღამითაც სიამოვნებით დაგიტოვებენ სტუმრად. გახსოვდეთ, აქ სტუმრები ძალიან უყვართ.

სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი