პარაპლანით გასეირნება

წარმოიდგინეთ, რომ მიფრინავთ უკიდეგანო ლურჯ ზეცაში და ზემოდან გადმოჰყურებთ ულამაზეს ლანდშაპტურ პეიზაჟებს. თუ თქვენთვის ეს მომხიბვლელი და საინტერესოა, საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, უსაფრთხოდ იფრინოთ პარაპლანით და მიიღოთ დაუვიწყარი შეგრძნებები. პარაპლანით ფრენისას ზიხართ კომფორტულად, მანევრირებთ და სიჩქარესაც აკონტროლებთ. ჰაერის სხვა სპროტული აქტივობებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ სიმაღლიდან გადმოხტომა. საკმარისია დაეშვათ ოდნავ დახრილი ფერდობიდან, ნელა აკრიფოთ სიჩქარე და დაიჭიროთ ჰაერის ნაკადი, რომელიც მაღლა აგაფრენთ. მასიური კლდეებით, მცხუნვარე მზითა და მუდამ თოვლიანი მწვერვალებით საქართველო იდეალური ადგილია თავისუფალი ფრენისთვის. ასე რომ, მოემზადეთ ახალი ექსტრემალური შთაბეჭდილებებისთვის.  





სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი