რაფტინგი და კაიაკინგი

საქართველო მდიდარია სწრაფი წყალუხვი მდინარეებით, რომლებიც სალ კლდეებზე ხმაურით მოედინებიან კავკასიონის მთებიდან შავი ზღვისაკენ. თუ რაფტინგის მოყვარული ხართ, აქ უამრავი ადგილია იმისთვის, რომ უსაფრთხოდ დაეშვათ მდინარეზე და თან, მოიწყოთ საუკეთესო ექსტრემალური თავგადასავალი. მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის რომელ ნაწილს სტუმრობთ, აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის ცივი მდინარის ნაკადს. სირთულის მიხედვით მდინარეები ექვს კატეგორიად იყოფა მარტივიდან ყველაზე საშიშამდე. დამწყებებს შეუძლიათ, ბედი სცადონ მტკვარზე მცხეთასთან ახლოს, ან არაგვზე ზაფხულობით. ნამდვილი ექსტრიმის მოყვარულებს კი ვურჩევთ თავიანთი წილი ადრენალინი ცხენისწყალზე, ენგურზე, ან რიონზე მიიღონ. 

სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი