რთველი

ტრადიციული ოჯახური მოსავლის აღების ზეიმი მიეკუთვნება იმ განსაკუთრებულ, უნიკალურ წესჩვეულებებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდებს ურჩევნიათ იცხოვრონ და იმუშაონ ქალაქებში, შემოდგომაზე, ბევრი სტუმრობს წინაპრების მამულებს, ბებია-ბაბუების სახლებს, რათა მთელი ოჯახი გახდეს მონაწილე იმ რიტუალისა,რომელიც ისეთივე ძველია, როგორც თავად საქართველო. თქვენ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მოსავლის აღების განსაკუთრებულობა. ეს ხომ ჩვეულებრივი, სასოფლო-სამეურნეო წესია. თუმცა, თუ გაითვალისწინებთ, რამდენად ღრმაა მევენახეობის ფესვები საქართველოში - 8000 წლის ტრადიცია - შეიძლება წარმოიდგინოთ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის ღვინის წარმოება და მოხმარება. ვაზზე ზრუნვა, დიდ შრომას მოითხოვს - გასაკვირი არაა, როდესაც ამბობენ რომ თითოეული ვაზისთვის ოფლი უნდა დაიღვაროს, კარგი მოსავალი რომ მივიღოთ. ამგვარად, რთველი - მოსავლის აღების დრო საქართველოში, გვირგვინის დადგმის ბუნებრივი ციკლია და ახალი ეტაპის დასაწყისი. საქართველოს ყველა სტუმარს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა რთველში - ნებისმიერი მევენახე მოხარულია დახმარების შეთავაზებითა და ღვინის დაბადების პროცესით გამოწვეული ინტერესით. თუ გსურთ იყოთ მონაწილე უძველესი ტრადიციისა, უნდა იცოდეთ ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი ძირითადი ტრადიციული დანადგარების სახელწოდებები: გოდორი - წაგრძელებული ფორმის კალათი, სადაც დაკრეფილ ყურძენს აწყობენ. საწნახელი - ხის გეჯა, სადაც ყურძენი იჭყლიტება - როგორც წესი, მევენახეები ამას სპეციალური ფეხსაცმლით აკეთებენ. საწნახელში არის ხვრელი, საიდანაც ყურძნის წვენი ჩაედინება სპეციალურ ჭურჭელში. ქვევრი - თიხის ჭურჭელი, სადაც ყურძენი დუღს. ეს კვერცხის ფორმის ამფორა, ნატურალური ღვინის გემოს დაბადების ადგილია. მარანი - ღვინის სარდაფი, სადაც ქვევრი იმარხება და მიმდინარეობს დუღილის პროცესი. მზა ღვინოც მარანში ინახება, ტემპერატურის დონის გამო. მოსავლიდან ღვინის გარდა სხვა პროდუქტებიც მიიღება. გამოწნეხილი ყურძნისაგან მიიღება ჭაჭაც - ძლიერი, მტკიცე ქართული ბრენდი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში გვათბობს; ფელამუში და ჩურჩხელა - ქართული ნატურალური ტკბილეული, მზადდება ყურძნის წვენისა და ფქვილისაგან. რა თქმა უნდა, რთული სავენახო სამუშაოების შემდეგ, ხალხი გროვდება ქართულ, ტრადიციულ სალხინო სუფრასთან რათა განიტვირთონ და დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები, ცქრიალა ღვინო და მოისმინონ ხალხური სიმღერა. იმისათვის,რომ გაიგოთ მეტი ღვინის წარმოების ტრადიციების შესახებ საქართველოში, შეამოწმეთ ჩვენი ვებ-გვერდი, განყოფილება ,,ღვინის აკვანი’’, თუმცა უკეთესია გვესტუმროთ საქართველოში შემოდგომაზე და თავად მიიღოთ მონაწილეობა რთველში.





სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი