სამთო ველოტური

საოცარი მთები, სოფლები და მათკენ მიმავალი ბილიკები თქვენს სამთო-საველოსიპედო ფანტაზიებს ბოლომდე დააკმაყოფილებს. დაძლიეთ მაღალი კლდიანი ფერდობები, ან თავისუფლად დაეშვით მწვანე ველებზე. არჩევანი უსაზღვროდ დიდი და შთამბეჭდავია. ქვეყნის ტერიტორია საკმაოდ პატარაა, ამიტომ მთელი საქართველოს მოვლას სულ რამდენიმე დღეში შეიძლება. ეს იქნება თქვენი ყველაზე უსაფრთხო ველოტურიაქ ყველა თბილად მიგიღებთ და ნებისმიერ დახმარებას გაგიწევთ. მიგიპატიჟებენ თითებჩასაკვნეტ საჭმელზე და სახლის მაცდურ ღვინოზე.  აქ ძალიან მოკლე მაძილებზე ნახავთ აბსოლუტურად კონტრასტულ ბუნების ზღაპრულ პეიზაჟებს. თანაც წყლის თან წაღებაც კი არ დაგჭირდებათ. უბრალოდ აავსეთ თქვენი ბოთლი კავკასიონიდან ჩამონადენი კამკამა ნაკადულის წყლით, დაიმუხტეთ ენერგიით და განაგრძეთ გზა!





სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი