საქართველოს თეთრი კურორტები

საქართველო უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ზამთრის სპორტითა  და სათავგადასავლო დასვენების კუთხით. ყველა დონის მოთხილამურეებსა და snowboarder-ებს შეუძლიათ გაატარონ დაუვიწყარი დრო ჩვენი ქვეყნის ზამთრის კურორტებზე. ვინც ჯერ მხოლოდ ახლახან იწყებს სრიალის შესწავლას, შეუძლიათ ეწვიონ ბაკურიანს, სადაც ფერდობები გაცილებით ნაზია. კურორტი საკმაოდ კარგად არის ინფრასტურქტურლად განვითარებული ოჯახური დასვენების მხრივ: სანამ თქვენ აუმჯობესებთ სათხილამურო უნარებს, აგემოვნებთ კულინარიულ დელიკატესებსა და სახელგანთქმულ ღვინოს, თქვენს შვილებს ყურადღებას არ მოაკლებენ პროფესიონალი ინსტრუქტორები და გამოცდილი ექთნები. გუდაური შესანიშნავი ადგილია ციცაბო ფერდობების,  თავისუფალივარდნისა და ჰელისკის გართობის მოყვარულთათვის. ისინი ვინც ეძებენ დაუვიწყარ გამოცდილებას და სურთ  დატკბნენ მთის ხედებით უმაღლესი წერტილიდან შეუძალიათ ისიამოვნონ პარაგლაიდინგითა და სფიდრაიდინგით. მეორეს მხრივ გუდაური შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს მხოლოდ ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე გასვლა, ორთქლის აბანოს მიღება, ქართული ღვინისა და ჭაჭის დაგემოვნება. სვანეთის კურორტები: ჰაწვალი და თეთნულდი გაცილებით ახალგაზრდა კურორტებად ითვლებიან ბაკურიანთან და გუდაურთან შედარებით. ორივე კურორტს უმჯობესია ეწვიოთ მესტიდან - სვანეთის ცენტრიდან.  ახალი გზები, ციცაბო ფერდობები და გიჟური,  ლამაზი ხედები  თქვენს ყველა მომენტს დაუვიწყარს გახდის. ეს მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპები! და აქ ნამდვილად ღირს წასვლა! აჭარის რეგიონი ტრადიციულად ცნობილია ზღვით, მზით, ღამის ცხოვებითა და ნავის მსგავსი ხაჭაპურით. მაგრამ ახლა ის გამოირჩევა ზამთრის ახალი კურორტით - გოდერძი. ხაჭაპური ყოველთვის გემრიელია, ცეკვა სხვადასხვა მოდურ ადგილებში და თქვენი იღბლის ცდა კაზინოში ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ სრიალი ასე ახლოს სანაპიროსთან მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი. ასე რომ რასაც ეძებთ ზამთრის არდადეგებზე, შეგიძლიათ იპოვოთ აქ, საქართველოში. ჩვენ თქვენ ყოველთვის გელით.




სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი