სპელიო ტური

საქართველო და განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი მოიცავს მღვიმეთა სისტემების საოცარ მასივს, მიწისქვეშა მდინარეებიდან და ტბებიდან,  უზარმაზარ გამოქვაბულებამდე და კირქვის ლანდშაფტებამდე. მოინახულეთ რამდენიმე ამ მრავალი კანიონიდან, რომლებიც ქმნიან ლანდშაფტს და განიცადეთ ნამდვილი მღელვარება სათაფლიაში, 300 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევის ნახვით. ის იმდენად კარგადაა გამოკვეთილი, რომ შეიძლება იფიქროთ, ის  არსება, რომელმაც გააკეთა ეს, სადღაც  აქვე, მომდევნო კუთხის მახლობლად არის ჩასაფრებული. წყალტუბოს მღვიმეთა სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი, მაგრამ დღესაც  სთავაზობს თავგადასავლების მოყვარულებს გაიარონ კილომეტრზე მეტი მიწისქვეშ და ნავით გადაცურონ მომაჯადოებელი ტბა.  პროფესიონალ სპელეოლოგებს კი შეუძლიათ ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინონ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.

სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი