ქართული სამზარეულო

საქართველო ორიგინალური და ძალიან სპეციფიკური  ქვეყანაა. ქართული სამზარეულო ბუნებრივი გაგრძელებაა ნაყოფიერი, მინერალურად მდიდარი ლანდშაფტისა, რომელიც იკვებება სუფთა წყლებით კავკასიონის მთებიდან. ქართული სამზარეულო სთავაზობს მრავალფეროვან კერძებს, გამდიდრებულს მწვანილებითა და სანელებლებით,  ვეგეტარიანული და ხორცის კერძების ნაზავს: ორგანული ახალი ხორცი, როგორიცაა ღორის ან ცხვრის, ქათამი ან თევზი, თხილი ან ნიგოზი,  სხვადასხვა სახის ყველი, მწნილი და ცხარე სანელებლები; ბადრიჯანი, სიმინდი, ბროწეული, ლობიო, მწვანილი, ქინძი, მწვანე ხახვი, ცხარე წიწაკა, პიტნა, რეჰანი, ნიორი და ბევრად, ბევრად მეტი ავსებს სახლებსა და რესტორნებს ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ქვემოთ მოყვანილია უნიკალური ქართული კერძების მხოლოდ რამდენიმე სახეობა, რომელიც შეგიძლიათ გასინჯოთ საქართველოში ვიზიტისას:
  • ცივი საუზმე
  • ქართული ყველი _ ქართული ყველის ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია ქვეყნის ყველა რეგიონში.
  • ნადუღი _ ხაჭოს მსგავსი რძის პროდუქტი, მაგრამ უფრო რბილი გემოთი.
  • ხაჭაპური _ ქართული ყველის პური, ასევე ცნობილია,  როგორც ქართული პიცა, სხვადასხვა კუთხეში ცხვება განსხვავებული სტილით.
  • ლობიანი _ „ლობიოს ხაჭაპური".  პური, გამომცხვარი არომატული სანელებლებით  გაჯერებული ლობიოთი.  ტრადიციულად ცხვება ქართულ დღესასწაულზე „ბარბარობა”-ს, ან წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, 17 დეკემბერს.
  • ფხალეული _ ვეგეტარიანული კერძები, ისპანახი და მსგავსი მრავალფეროვანი მცენარეები,  ჩვეულებრივ ნიგვზით შეკმაზული.  თითოეულ ამ მცენარეს აქვს თავისი განუმეორებელი გემო და სურნელი. მათ შორისაა: ჯიჯილაკა, მოლოქა და ეკალა.
  • ისპანახი _ ისპანახი დაკეპილი ნიგვზით, სანელებლებითა და მწვანილით.
  • ბადრიჯანი ნიგვზით _ ბადრიჯანი დაკეპილი ნიგვზით შეზავებული ძმრით (ან ბროწეულის წვენით), ნივრით, ბროწეულის თესლითა და სანელებლებით.
  • მჭადი _ სიმინდის პური. შეიძლება იყოს პატარა და სქელი, შემწვარი ზეთში, ან თხელი და განიერი ხრაშუნა ტექსტურით. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან უხდება ყველს.
 
  • წვნიანები
  • ხაში  _ ბულიონი მზადდება ძროხის შიგნეულობისა და ჩლიქებისგან,  შეკმაზული ნივრით.
  • ხარჩო _  ქათმის ნაზი წვნიანი ნიგვზით.
  • ჩიხირთმა _ ქათმის გამჭვირვალე მსუბუქი ბულიონი კვერცხით, ძმრით, ნივრით, ოხრახუშითა და კამით.
 
  • მთავარი კერძები:
  • საცივი _ ქათამი ან ინდაური ნიგვზის სოუსში ნივრითა და სანელებლებით.
  • მწვადი ­_ ქართული „ბარბექიუ“, შამფურზე აცმული ხორცი იწვება  წალამზე, ზემოდან მოსხმული ახლად დაწურული ბროწეულის წვენით.
  • ხინკალი _ საქართველოს ეროვნული კერძი: მოხარშული წვნიანი ხორცი შეხვეული ცომის გუფთებში უნდა შეიჭამოს ხელით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რომლის სწავლაც შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან. აქ ჩამოსულ სტუმრებს ეს იმდენად მოსწონთ, რომ შემდგომში სპეციალურად ბრუნდებიან იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ განიცადონ ეს სიამოვნება.
 
  • საწებელი:
  • ბაჟე _ გატარებული ნიგვზის სოუსი ნივრითა და სანელებლებით.
  • აჯიკა _ საქართველოს აქვს საკუთარი ცხარე სოუსი შეკმაზული მწვანილებითა და სუნელებით.­
  • ტყემალი ­­_ ქართული კეტჩუპი, თუმცაქ ალბათ ბევრად მეტი... წითელი ან მწვანე ქლიავის ან ტყემლის სოუსი. არავინ ტოვებს ქვეყანას მისი ერთი ბოთლის გარეშე.
 
  • დესერტი:
  • ჩურჩხელა _ ნიგვზის ან თხილის ნატეხები, რამდენჯერმე ამოვლებული თათარაში და მზეზე გამშრალი.
  • გოზინაყი - ეს არის ტრადიციული ქართული ტკბილეული,  მოდუღებულ თაფლში კარამელიზებული ნიგოზი, ან თხილი. მზადდება, ძირითადად,  საახალწლოდ და საშობაოდ.
  • ფელამუში _ ქართული დესერტისთვის ტრადიციულად გამოიყენება უფრო ხილი და კაკალი, ვიდრე კარაქი და კვერცხი. ფელამუში არის ქართული ჩაროზი, რომელსაც დადუღებული ყურძნის წვენითა და სიმინდის ფქვილით ამზადებენ.
თქვენ შეგიძლიათ გასინჯოთ გემრიელი ქართული კერძები,  სხვადასხვა სახის ლიმონათი და  ჭაჭა ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში. თუმცა, ერთ-ერთი საუკეთესო გზა _ გაიცნო და იგრძნო ქართული ტრადიციები: არის  „ქართული სუფრა“. არ არის აუცილებელი იყოს დღესასწაული: საქართველოში ყოველდღე შეიძლება იყოს სადღესასწაულო განწყობა. შეკრების მიზეზი შესაძლებელია იყოს მეგობრებისა  და ოჯახის წევრების მონახულება. თუ სტუმრები იკრიბებიან სუფრასთან,  განწყობა  უფრო მხიარული ხდება. ასე რომ, თუ თქვენ დაპატიჟებული ხართ, არ უნდა მოგერიდოთ  დააგემოვნოთ  ყველა კერძი (ეს დიდი პატივია მასპინძლისთვის, თუ მისი სტუმრები კმაყოფილები არიან). თამადა  მიირთმევს  ღვინოს სხვებთან ერთად და ამბობს სადღეგრძელოებს თბილი და სასიამოვნო სიტყვებით. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა არის  ყოველთვის განსხვავებული რეგიონების მიხედვით, თუმცა  პირველი ჭიქა უნდა დაილიოს  ღვთისა და მშვიდობის, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესია ქართველებისთვის. თუ ისწავლით  ფრაზას „ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა "(„May the God’s greatness bring you peace"), ეს იქნებოდა ნამდვილად დასაფასებელი.




სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი