გართობა და ღამის ცხოვრება

თბილისი და ბათუმი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება არა მარტო, იმიტომ რომ აქ ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლეა ან გემრიელი საჭმელების დაგემოვნება შეგიძლიათ, არამედ იმიტომ რომ აქ სასიამოვნოდ დროის გატარებაა შესაძლებელი ღვინის მარნებში, სხვადასხვა სახის რესტორნებში, ბარებსა თუ კლუბებში. აქვე შეგიძლიათ სცადოთ ბედი კაზინოებშიც. და როცა ზამთარი დასასრულს უახლოვდება, სიცივე იკლებს და ღამეები უფრო ნათელი ხდება, ეს სწორედ ის დროა, რომ მეგობრებთან ერთად გასართობად გაეშუროთ. ზაფხული ყოველთვის დატვირთულია სხვადასხვა სახის მუსიკისა თუ ფოლკლორული ფესტივალებით. ასე რომ, მოემზადეთ ღია ცის ქვეშ, ზედიზედ რამოდენიმე დღე, გასართობად! შემოდგომა და გაზაფხული კი ისეთი დიდი გასტრონომიული ფესტივალების დროა, როგორიცაა ახალი ღვინის ფესტივალი, ყველის ფესტივალი, „თბილისობა“ და ა.შ, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ადგილობრივ კულტურასა და სამზარეულოს. წვიმიანი დღეებისთვის კი საუკეთესო გამოსავალია აკვა პარკებში (დახურული ზონების) სტუმრობა, მაგიდის თამაშებით გართობა და კინოში ან საყიდლებზე წასვლა. რასაკვირველია, აქტიური ღამის ცხოვრების შემდეგ, თქვენ განტვირთვა დაგჭირდებათ. ხომ არ გგონიათ, რომ ქართულ მინერალურ წყლებსა და ღვინოებს, მხოლოდ დასალევად იყენებენ? მაშინ თქვენ, ესე არასდროს შემცდარხართ! საქართველოში ბევრი ადგილია, სადაც ბუნებრივი, მინერალური წყაროების ბაზაზე აგებული უმაღლესი დონის სპა კურორტები, მომსახურებით გაგაოცებენ. ამ მიზნით ასევე აქტიურად გამოიყენება ქართული ღვინოებიც. ამას გარდა, შესაძლებელია ბალნეოლოგიურ კურორტებზე მკურნალობაც. ასევე, არ დაგავიწყდეთ, ესტუმროთ თბილისის გოგირდოვან აბანოებს.

სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი