ღვინო

  • არქეოლოგიური კვლევები მოწმობენ, რომ ღვინის  კულტურა საქართველოში ითვლის 8 000 წელს და ბევრი ღვინის სამშობლოდ საქართველოს აღიარებს.
  • საქართველო უდავოდ ღვინის სამშობლოა. ყურძნის წიპწა, რომელიც ნაპოვნი იქნა კავკასიის სამარხებში ღვინის თიხის ჭურჭელთან ერთად, თარიღდება 8 000 წლით. არსად სხვაგან ღვინის კულტურის ასეთი ხნოვანი ნაკვალევი არ მოიძებნა. თავად სიტყვა „ღვინი”-ს ინგლისური შესატყვისი აღებული ქართული „ღვინო”-სგან, გაცილებით მეტ ხანს არის გამოყენებაში, ვიდრე არსებობს თანამედროვე ენების უმრავლესობა.
  • და მართლაც, არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ღვინოს ასეთ პატივს სცემდნენ და ღვინის კულტურა ასე განვითარებული და  სანუკვარი იყოს.  საქართველოში ყურძნის ენდემური ჯიშების 500-ზე მეტი სახეობა არსებობს (რომელთაგან უმრავლესობა ღვინისთვის გამოიყენება), გაცილებით მეტი, ვიდრე სადმე სხვაგან. უმრავლესობა მათგანი საერთოდ უცნობია დანარჩენი სამყაროსთვის. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსაკუთრებით უნიკალური ჯიშები ძალიან მრავალფეროვანი, დახვეწილი არომატებით.
  • დღეს ღვინოების უმრავლესობა იწარმოება ზუსტად იგივე გზით, როგორც საუკუნეების წინ. ყურძენი თავსდება დიდ ქვევრში, საკმარისად დიდში, რომ ადამიანი ჩაეტიოს. ქვევრი ყელამდე ჩაფლულია მიწაში. ღვინის ეს სპეციალური ჭურჭელი შემდგომში იბეჭდება და ტოვებენ სამი-ოთხი თვით ფერმენტიზაციისთვის. შედეგად მიიღება ტანინიანი და ვიტამინებით გამდიდრებული ღვინო, სრულიად ბუნებრივი და დამახასიათებელი არომატით. ქართული ღვინო არ შეიცავს ხელოვნურ ინგრედიენტებს (როგორიცაა სულფიტები) და ისეთი სუფთაა, რომ ნაბახუსევის სინდრომი პრაქტიკულად არ ახასიათებს.
  • ესტუმრეთ ნებისმიერ სახლს კახეთის რეგიონში, რომელიც ფაქტობრივად  ღვინის რეგიონად ითვლება და უძველესი ტრადიციის თანახმად, რომელიც სულ მცირე, სამი ათას წელს ითვლის და სასიამოვნოა ნებისმიერი მოგზაურისთვის, თქვენ შემოგეგებებიან სახლში დაყენებული ჭიქა ღვინით ხელში.
  • აუცილებლად დააგემოვნეთ სახლში დაყენებული თეთრი ღვინოები, აგრეთვე „ჭაჭა” თავისი უჩვეულო ფერითა და გემოთი, რომელიც მზადდება ყურძნის გარსისგან დარჩენილი ყურძნის ფერმენტაციის შედეგად.
  • საქართველოს ზომიერი კლიმატი და ნოტიო ჰაერის გავლენა მოდის შავი ზღვიდან, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ პირობებს ღვინის კულტურისთვის. სახელები: საფერავი, მუკუზანი, თელიანი თანდათანობით სულ უფრო ცნობილი ხდება მსოფლიო ღვინის სპეციალისტებს შორის. ჩვენ სიამაყით ვუჩვენებთ პროცესს, რომელიც იწყება ყურძნის მოკრეფიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე _ და შემდგომში, რა თქმა უნდა, სუფრამდე.
  • ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ საკუთარ ღვინოს და ღვინის ტრადიციებს ყველგან და ყოველთვის და გეპატიჟებით დააგემოვნოთ ჩვენი ნაშრომის შედეგი.
  • ღვინის სახეობების მოკლე ჩამონათვალი:
  • რქაწითელი

ქმნის მტკიცე, ხასიათით სავსე თეთრ ღვინოს.

  • მწვანე

ცნობილია, როგორც შეზავებული პარტნიორი რქაწითელისა, თუმცა აგრეთვე გააჩნია თავისი საკუთარი თვისებები.

  • საფერავი

ძირითადი წითელი ფერის ჯიშებიდან, რომლისგანაც მზადდება ძლიერი ღვინოები ქლიავის, სანელებლებისა და ნუშის გამოკვეთილი არომატით. კახეთის რეგიონში თქვენ ასევე აღმოაჩენთ გემრიელ, ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ნახევრად-ტკბილ ღვინოებს _  ქინძმარაულს, ხვანჭკარასა და ახაშენს.





სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი