4x4 თავგადასავალი

საქართველო პატარა, თუმცა განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამიტომ კონტრასტულ ლადშაპტებს შორის მანძილი აქ ძალიან მცირეა. ორხიდიანი ავტომობილით თითქმის ერთ დღეში შეგიძლიათ, მოიაროთ ნახევრადუდაბნოები, ზღვის სანაპირო, სუბტროპიკული ტყეები, მაღალი მთები, ჩაის პლანტაციები და მდინარის ხეობები. თქვენს თვალწინ დაუჯერებლად სწრაფად იცვლება გარემო და  სუნთქვის შემკვრელი შთაბეჭდილებები გეუფლებათ, რაც, საბოლოოდ, გაგრძნობინებთ, თუ რა არის საქართველო. ადგილობრივი ოფროუდ ტურები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება. მოემზადეთ განუმეორებელი თავგადასვლისთვის, რათა შეაგროვოთ დაუვიწყარი მოგონებები. აღმოაჩინეთ ამ ქვეყნის  ლეგენდები, ისტორია, ველურ ბუნება და  გეოლოგია. აუცილებლად დაათვალიერეთ სვანური კოშკები, ან ესტუმრეთ ყაზბეგის მთებს. მაქსიმალური ოფროუდ შეგრძნებების მოყვარულებს შეგიძლიათ, სრულიად გაუკვალავ გზებზე იაროთ. მოაჯექით Enduro მოტოციკლებს, საფარის მანქანებს და გაემართეთ ყველაზე გიჟურ მოგზაურობაში.




სხვა აქტივობები

დატოვეთ კომენტარი