გოდერძი

2015 წლის დეკემბერში მაღალმთიან აჭარაში გაიხსნა სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი. უპირველეს ყოვლისა კურორტი მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს ზამთრის შვებულების გატარება ერთდროულად ზღვაზეც და მთაშიც.

გოდერძიში მოსახვედრად, აჭარის ცენტრალური ქალაქი ბათუმიდან ავტობუსით სულ რაღაც 2 საათი დაგჭირდებათ. კურორტი მცირე ზომისაა და მას 2 გონდოლა ემსახურება. კურორტის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2390მ-ზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი წერტილების სიმაღლეების სხვაობა 690მ-ს შეადგენს. 1 დღიანი საბაგიროს საშვი 25 ლარი დაგიჯდებათ.

გოდერძის ტერიტორიაზე შეგიძლიათ დარჩეთ სასტუმროში ან კოტეჯებში, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ კურორტი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, სჯობს წინასწარ იზრუნოთ ღამის გასათევზე. სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობას შეძლებთ ადგილზე. გოდერძი დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, როგორც მოთხილამურეებს, ასევე ფრირაიდერებს. 
ზამთარი მაღალმთიან აჭარაში ძალიან თოვლიანია, ამიტომ ფერდობებზე ახლადდადებულ თოვლსაც უხვად ნახავთ. 

სხვა მიმართულებები