შიომღვიმის მონასტერი

მონასტერი, რომელიც მცხეთიდან 8 კმ-ში მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - შიომ დააარსა. კომპლექსში შედის სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობანი: მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაოეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები - ქვაბები, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები, წყარო, წყალსადენი, გალავანი, ჯვრის ამაღლების ეკლესია. 

დატოვეთ კომენტარი

სხვა ღირსშესანიშნაობები

  • ძველი თბილისი

    ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები სწორედ ძველ თბილისშია თავმოყრილი. ეს უბანი ასევე გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით; შარდენის ქუჩითა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები და გალერეები

  • ნარიყალა

    ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ძველი თბილისის ყოველი კუთხიდან მოჩანს, IV -XVI საუკუნეებში წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას ადგილობრივი მმართველებისთვის.

  • რუსთაველი და თავისუფლების მოედანი

    რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და ქალაქის ცენტრად მოიხსენიება - აქ მდებარე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნეს დაწესებულებების სიმრავლის გამო.