ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი ტერიტორიებისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანად მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა. ბერძნული მითის მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული კავკასიის მთაზე, ხოლო ქართული მითების მიხედვით ცნობილია, რომ ეს იყო ყაზბეგის ყინულოვანი ფერდობები. საქართველოში, პრომეთე ცნობილია როგორც ამირანი.

მღვიმე, რომელსაც ამჟამად ეწოდება ბეთლემი იყო ბერების საცხოვრებელი და მოიცავს ბევრ წმინდა ადგილს. ცხელი წყლები, მჟავე და შუშხუნა ტბები მოფენილია მთებზე. 135 კვადრატულ კილომეტრიანი ყაზბეგის მწვერვალი, შესანიშნავი ადგილია ალპინიზმისთვის. ციცაბო ხეობები კარგი ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის, უამრავი არწივი, ქორი და არაჩვეულებრიბი ატმოსფერო.


Sights in ყაზბეგი


ყაზბეგი
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმი განთავსებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მემორიალურ სახლში. მუზეუმში მწერლის ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებთი ხელოვნების ნიმუშები; არქეოლოგიური მასალა; საეკლესიო დანიშნულების ნივთები; წიგნები და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები. მის.: ალ. ყაზბეგის ქ. 2

ყაზბეგი
გერგეთის სამების ტაძარი

XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი სოფელ გერგეთში, დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსში შედის: სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).

ყაზბეგი
გველეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერი დაბა სტეფანწმინდიდან 7 კმ-ში, სოფ. გველეთში მდებარეობს. სოფელ გველეთთან მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, საიდანაც ვიწრო ბილიკით გზა მიდის ჩანჩქერისკენ.

ყაზბეგი
დევდორაკის მყინვარი

ამ ადგილისაკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკი იწყება სტეფანწმინდიდან და მიუყვება დარიალის ხეობას. დანიშნულების ადგილამდე გველეთის ჩანჩქერია, ასევე შეხვდებით არყის ტყეს, რომელიც მდიდარია ალპური ტიპის მცენარეებით.

ყაზბეგი
დარიალის ხეობა

ხეობა იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან. ხეობის სიგრძე 11 კმ-ს შეადგენს. მისი ყველაზე ვიწრო და კლდოვანი ნაწილია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავი. ხეობაში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი -დარიალის ციხე.

ყაზბეგი
ზემო თრუსოს ხეობა

ხეობაში გვხვდება ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ნასოფლარები, მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია.

ყაზბეგი
ხადას ხეობა

დიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. ხეობაში ფრაგმენტულად გვხვდება არყის ტყეები. ხადას ხეობა მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე, ლარსის საზღვართან. ამ ხეობის ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, მარჯვნივ ახლად აშენებული დარიალის სამონასტრო კომპლექსის მხარეს მდინარე ბროლისწყალის კალაპოტს მიუყვება საფეხმავლო ბილიკი. მანძილი დაბა სტეფანწმინდიდან მონასტრამდე 11 კმ-ია, საფეხმავლო ბილიკის სიგრძეა დაახლოებით 17 კმ.

სხვა მიმართულებები

DESTINATIONS
  • ბორჯომი
    ...
  • გორი
    ...
  • ქუთაისი
    ...
  • მესტია
    მესტია ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრია რომელიც მდებარეობს საქართველოს ...