ბაკურიანი

მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე, ბორჯომის რეგიონში, განსაცვიფრებელი კავკასიონის მთის ძირას. მხოლოდ სამი საათის სავალზეა. ადრე კურორტი წარმოადგენდა ოლიმპიერი სპორტსმენების სასწავლო ბაზას. ასე, რომ არ არის გასაკვირი ინფრასტრუქტურისა და ბილიკების ასეთი მაღალი დონე. იგი გვთავაზობს ყველაზე სანახაობრივ სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს ევროპაში. ყველაზე პოპულარული ზამთრისა და რეკრეაციული დანიშნულების კურორტია. იხალისეთ ჩქარი დაშვებით, განიტთვირთეთ სარბენ ბილიკებზე, საცხენოსნო ტურებით, ციგით სრიალით ან უბრალოდ დატკბით ულამაზესად დაფარული თოვლიან ტყეებში სეირნობით.

ბაკურიანის ძირითადი ბილიკები:

კოხტა 2 (2.255მ სიმაღლის) ცნობილი როგორც თათრა

ოცდახუთი - იოლი ბილიკი,  25 მეტრიანი ტრამპლინის მახლობლად. ეს  დამწყებთათვის და ბავშვებისათვის იდეალური ადგილია,  უაფრთხო და სასიამოვნო გარემოს ფონზე ისწალვონ სრიალი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისრიალოთ ციგით ან მიმდებარე ტერიტორიაზე დატკბეთ საცხენოსნო ტურით.

დიდველის ტრასა გადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთის ფერდობზე ევროპაში - საქველო. სწორედ აქედან იშლება საოცარი ხედები. ფერდობზე მოხვედრა შეგიძლიათ გონდოლას მეშვეობით, დაშვებას კი ლურჯი ან წითელი მარშრუტით შეძლებთ. ყველაზე გრძელი სათხილამურო ზოლი გადის დაახლოებით 4 კილომეტრში. გამოცდილ მოთხილამურეებს კი შეუძალით გაცილებით შორს ასვლა. იქიდან დაშვება კი შეგიძალით ციცაბო და რთული - შავი ან წითელი მარშრუტებით.

სხვა აქტივობები:

ბაკურიანის ჯვარედინი ბილიკები იზიდავს, როგორც ექპერტებს ასევე დამწყებ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს. ორი ყველაზე რთული დაშვება შეგიძლიათ განახორციელოთ კოხტისა და დიდველის მთიდან. ხოლო თუ სრიალი და სნოუბორდი თქვენთვის ხელსაყრელი საქმიანობა არ არის, ბაკურიანი გთავაზობთ დაუვიწყარი დრო გაატაროთ ზამთრის არდადეგებზე, ისეირნოთ ბაკურიანის პარკში და იჯირითოდ ცხენებზე. მთები და ხეობები ბაკურიანის გარშემო იდეალურია იმისათვის, რომ გადაადგილდეთ თოვლმავლით. ასევე შეგიძლიათ რომანტიულად გაისეირნოთ ეტლით და დატკბეთ თვალწარმტაცი სოფლის ხედებით.

გიდის მომსახურება, მათ შორის ერთადგილიანი და ორადგილიანი თოვლმავლები შეგიძლიათ ადგილზე იქირაოთ სასტუმროებსა და სხვადასხვა მაღაზიებში.

სხვა მიმართულებები