ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით.

ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის,ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები.

1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“,წყალბადის, იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.


Sights in ბორჯომი


ბორჯომი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ფირუზა“

ისტორიული „ფირუზა“, საქართველოს საერო ნაგებობებს შორის მნიშვნელოვანი შენობა, მდ. ბორჯომულას ხეობაში ქ. ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულსპარსული ურთიერთობების განსხვავებულ ფაზას და პერიოდს ასახავს. მის.: ბარათაშვილის ქ. 3

ბორჯომი
მინერალური წყლების პარკი

ბორჯომის ძირითადი სიმდიდრე თვალწარმტაცი ბუნება და უნიკალური მინერალური წყალია. მარადმწვანე ხეობაში ჩაფლული მინერალური წყლების პარკი წელიწადის ყოველ დროს საოცრად მიმზიდველია და დასვენებისა და გართობისათვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბორჯომის სამკურნალო წყალი სპეციალურად აშენებულ „ბიუვეტში“. პარკს 30 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. მის.: 9 აპრილის ქ.

ბორჯომი
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ.შვეიერმა ააგო). მუზეუმში დაცულია უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები); მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V _ ახ.წ. XX სს.); რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მის.: წმინდა ნინოს ქ. 5

ბორჯომი
გოგიას ციხე

ციხე ბორჯომის მფლობელებს, ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში მე_XIV საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. მის.: ქ. ბორჯომი

ბორჯომი
პეტრეს ციხე

პეტრეს ციხე, რომელიც ქ. ბორჯომიდან 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. ამჟამად ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები - საცხოვრებელი დარბაზებისა და მარნის ნანგრევები. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. მის: ლიკანის ტერიტორია (ბორჯომიდან 3 კმ)

ბორჯომი
ლიკანის სასახლე

ლიკანი ძველთაგანვე თავისი განუმეორებელი ბუნებრივი სილამაზით ყურადღებას იპყრობდა. სწორედ ამიტომ, რუსეთის დიდმა მთავარმა რომანოვმა სასახლე რენესანსის სტილში ააშენებინა, რომელიც მაშინ დასასვენებელი ზაფხულის რეზიდენცია იყო. დეკორატიული ნარგავებითა და სკვერებით დაფარულ ტერიტორიაზე რვა აგარაკია, რომლის ცენტრს მავრიტანული სტილის სასახლე წარმოადგენს. სასახლე ლიკანის ძირითადი ღირშესანიშნაობაა. მის.: სოფ. ლიკანი

ბორჯომი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში. მისი საერთო ფართობი შეადგენს 85,083 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო და საგანმანათლებლო ტურებს. პარკის მარშრუტები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.

ბორჯომი
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მონასტერი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესია ქ. ბორჯომიდან 18 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ტაძარი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება და ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. მის.: სოფ. ტიმოთესუბანი

ბორჯომი
მწვანე მონასტერი

IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების _ ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მის.: სოფ. ჩითახევი

ბორჯომი
ქვაბისხევის ეკლესია

ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ნაგებობა წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესიაა. VIII _ IX საუკუნეების სამნავიან ბაზილიკაში კედლის მხატვრობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის უნიკალური ფრესკა. მის.: სოფ. ქვაბისხევი

სხვა მიმართულებები

DESTINATIONS
  • გორი
    ...
  • ქუთაისი
    ...
  • ყაზბეგი
    ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში ...
  • მესტია
    მესტია ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრია რომელიც მდებარეობს საქართველოს ...