_

ტაძარი დაბა მესტიის ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული დიდ მოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობისაა და მე - IX საუკუნით თარიღდება. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. გამოკვეთილად ჩანს მხატვრობის ორი შრე. მეორე სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული და მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით. ტაძრის გარეთა კედელზე მკაფიოდ შეინიშნება მხატვრობა. ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით

“წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქროვერცხლის ჭედური ხატი.

სხვა ღირსშესანიშნაობები

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

მუზეუმი 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედ...

მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი

მუზეუმის I სართულზე ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის...

ჰაწვალის საბაგირო და ხედი ზურულდიდან

მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგ...