სვანეთის კურორტები

გარშემოტყმული ძლევამოსილი 5000 მ მწვერვალებით, სვანეთი საქართველოს ისტორიულად უნიკალურ კუთხეს და სრიალის მოყვარულთათვის ნამდვილად საოცნებო ადგილს წარმოადგენს.

ამ პერიოდამდე, სვანეთი ცნობილი იყო სვანური კოშკებით, რომლებიც თარიღდება მე-12-ე-მე-13-ი საუკუნით და ამ კოშკებს იყნებდნენ საგუშაგოდ - მტრის შემოსევების სათვალთვალოდ და თავის დასაცავად. კოშკები  იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

საქართველოს ეს კუთხე იმდენად მომხიბვლელია, რომ არც არის გასაკვირი ზაფხულის განმავლობაში მისი ასეთ პოპულარობა. დღესდღეობით ხომ მოგზაურები უპირატესობას ანიჭებენ მთას, დაბლობისგან განსხვავებით.

სვანეთში არსებობს ორი თანამედროვე ზამთრის კურორტი: ჰაწვალი და თეთნულდი. ჰაწვალმა ფუნქციონირება სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. ის განლაგებულია სვანეთის ცენტრისგან - მესტიისგან 8 კმ-ის დაშორებით.

ზედა საბაგიროს სადგურის გზა, მდებარეობს ზურულდის მთაზე (2347მ.) სიმაღლეებს შორის განსხვავება ზედა და ქვედა სადგურებს შორის 482 მ-ია. არის სამი ბილიკი: წითელი (1900 მ.), ლურჯი (2600 მ.) და მესამე  ბილიკი დამწყებთათვის (300 მ.) ასე, რომ ყველა დონის მოთხილამურეს შეუძლია დატკბეს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტით. კურორტი ნელ-ნელა იზრდება და ვითარდება, ეს კი შესაძლებელს იძლევა ინდივიდუალური, ერთი ან ორდღინი ტურებისა ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს გისრიალიათ.

მეორე დიდი ზამთრის კურორტი (გუდაურის შემდეგ) იხსნება 2015 წლის დეკემბერში. იგი მდებარეობს ამავე სახელობის მთაზე. სამი POMA საბაგირო გადაგიყვანთ ზღვის დონიდან 1600მ -დან  - 3165მ -დე. სხვადასხვა სირთულის დონის ბილიკები, რომელთაგანაც ყველაზე გრძელი 9.5 კმ-ია. კურორტი ძალიან ახალგაზრდაა, ასე, რომ განთავსებისა და სრიალის შემდოგმი სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ჯერ კიდევ განივთარების პროცესშია. თეთნულდი საკმაოდ ახლოს არის მესტიასთან, შეგიძალიათ დარჩეთ მესტიაში და ავტობუსით ან ტაქსით გადაადგილდეთ თეთნულდის მიმართულებით.

თავისუფალ დროს თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ მესტიას, მის ულამაზეს ბუნებას, საზმარეულს, უმშვენეიერს მუზეომს, რომელიც სვანეთის საგანძურის მფლობელია.მასში დაცულია  უძველესი  ხატები და სვანეთის სხვადასხვა სოფლებსა თუ ეკლესიებში შეგროვებულ ნივთები, სადაც მათ მძარცველებისგან საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ.

სხვა მიმართულებები