6 გემრიელობა, რომელთა შესახებ მოყოლა დაგვავიწყდა

ჩვენ გიყვებით ხაჭაპურზე, ჩურჩხელაზე და მწვადზე, მაგრამ გვაქვს  საჭმელი, სასუსნავები და ხილი, რომლებიც იმდენად ჩვეულებრივი და ყოველდღიურია, რომ საერთოდ გვავიწყდება თქვენთვის შემოთავაზება. ამ სტატიაში რამოდენიმე ისეთ გემრიელობაზე მოგიყვებით, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დაგემოვნებას.

ჯონჯოლი

ჯონჯოლი ყვავილების მწნილია (მარინადი). ვარდისფერი, თავისებური, არაყვავილოვანი არომატის მქონე ყვავილები ბუჩქებზე იზრდება.  ჯონჯოლის ყვავილები. Photo credit: BunBunLand ყოველ გაზაფხულზე ჩვენ ვკრეფთ უამრავ ასეთ ყვავილს და მისგან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწნილს ვაკეთებთ, რომელიც ყველა სუფრაზე შეგიძლიათ მოიკითხოთ.  მას ნახავთ თითქმის ყველა რესტორნის მენიუს ჩამონათვალშიც.  ჯონჯოლის მწნილი. Photo credit: shatili.ru ყველაზე გემრიელია მზესუმზირის ზეთით და დაჭრილი ხახვით შენელებული.  ასევე, თუ გაგიმართლებთ და გადააწყდებით, არ დაგავიწყდეთ საზამთროს მწნილის გასინჯვა. როგორც წესი, არ იყიდება და მხოლოდ საქართველოს რამოდენიმე რეგიონში აკეთებენ, ოჯახური მოხმარებისთვის.

ალუჩა

მე არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვისაც ეს გემრიელი, ხრაშუნა, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო გემოს მქონე ხილი არ უყვარს. alucha ზოგი უპირატესობას დამწიფებულს ანიჭებს - ამ დროს ალუჩა  რბილი, ტკბილი და ნაკლებად ხრაშუნაა. თუმცა, თუ გინდათ ნამდვილი გემო გაიგოთ, მკვახე და მწვანე უნდა ჭამოთ. ალუჩის სეზონი მაისი-ივნისია, შემდეგ მთლიანი მოსავალი პოპულარული ქართული საწებელის -ტყემალის გაკეთებაზე იხარჯება.

ქართული არაალკოჰოლური სასმელები

სანამ საქართველოში ხართ, დაივიწყეთ მსოფლიო ბრენდები და ქართული სასმელები ცადეთ. განსაკუთრებით, „ტარხუნის“ არომატით. მწვანე და შუშხუნა ტარხუნის ლიმონათს  ყველა ფეხის ნაბიჯზე ნახავთ. რეკომენდაციას ვუწევ მსხლის და ნაღების არომატებსაც.  Photo credit: Lagidze Water ბოთლში ჩამოსხმული სასმელების გარდა, შეგიძლიათ მიბრძანდეთ „ლაღიძის წყლებში“ და უგემრიელესი, ადგილზე დამზადებული ლიმონათი მიირთვათ. „ლაღიძის წყლებში“ ნატურალური სიროფების დიდი არჩევანი აქვთ, მათ შორის მსხალი, ციტრუსები, ალუბალი, კომში და სხვები.

სიმინდის მოხარშული  ტაროები

თუ პლაჟზე გარუჯვისას და რელაქსირებისას მოგშივდა, საერთოდ არაა საჭირო, ვაი-ვაგლახით წამოდგე და  უახლოეს საკვებ დაწესებულებამდე მიფოფხდე. რამოდენიმე წუთი თუ მოიცდი, აუცილებლად ჩამოივლის სიმინდის გამყიდველი. Photo credit: BunBunLand Photo credit: BunBunLand პლაჟზე მოხარშული სიმინდის ჭამა ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციასავითაა. სცადეთ, გასინჯეთ,  პირობას ვიძლევი რომ არ ინანებთ. ეს არ გავს იმ სიმინდს, დაკონსერვებული რომ იყიდება, უფრო საჭმელია, ვიდრე სასუსნავი. ა, ხო, მარილის მოყრა არ დაგავიწყდეთ.

ქონდრის ჩაი 

ბალახების ჩაი, მთის საჩუქარი ბარისთვის. არ აურიოთ ქონდარში- ეს საჭმლის მოსამზადებელი სუნელია.  Photo credit: Fiqro ბექთქონდარას ყვავილები თუშეთის მთებში(და არამარტო)  ყველგან იზრდება, გზის ნაპირებზე, მინდვრებში. ნებისმიერი ადგილობრივი კაფე შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ თქვენც მოკრიფოთ და პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩააგდოთ. ორ წუთში არომატული ჩაი მზადაა.

ხაში

წვეულების შემდგომი დილის  ნაბახუსევს ქართველები ძალიან წარმატებულად ვუმკლავდებით  - ხაშის საშუალებით. თბილისის ბევრ რესტორანში  დილის 6-7 საათზე უკვე მზად აქვთ ახალმოხარშული, ცხელი სუპი მათთვის, ვინც გუშინ ზედმეტი დალია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.  Photo credit: Commersant რეცეპტს თუ დახედავთ, ერთი შეხედვით საეჭვოდ მოგეჩვენებათ, მიუხედავად ამისა,  სასწაულებს ახდენს. (რეცეპტს ჯობია ნაბახუსევის მოხსნის შემდეგ გაეცნოთ და არა მანამდე).

სხვა სტატიები

საქართველოს 10 ყველაზე ლამაზი ტბა

ჩვენ გიყვებით ხაჭაპურზე, ჩურჩხელაზე და მწვადზე, მაგრამ გვაქვს  საჭმელი, სასუსნავები და ხილი, რომლებიც იმდენად ჩვეულებრივი და ყოველდღიურია, რომ საერთო





„მშრალი ხიდის“ ბაზრობა - საუკეთესო ადგილი უნიკალური სუვენირების შესაძენად!

ჩვენ გიყვებით ხაჭაპურზე, ჩურჩხელაზე და მწვადზე, მაგრამ გვაქვს  საჭმელი, სასუსნავები და ხილი, რომლებიც იმდენად ჩვეულებრივი და ყოველდღიურია, რომ საერთო





NATIONAL GEOGRAPHIC-ის ჟურნალისტის სახალისო და გემრიელი მოგზაურობა თბილისში

ჩვენ გიყვებით ხაჭაპურზე, ჩურჩხელაზე და მწვადზე, მაგრამ გვაქვს  საჭმელი, სასუსნავები და ხილი, რომლებიც იმდენად ჩვეულებრივი და ყოველდღიურია, რომ საერთო