გორი

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. გორი VII საუკუნიდან იხსენიება. ზოგიერთი ისტორიული ფაქტი გვაცნობებს, რომ ციხე აშენდა ბიზანტიის კეისარის ჰერკულესის მიერ, საბრძოლო მასალის შესანახად, როდესაც ის ებრძოდა სპარსელებს. თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე.

XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ციხე ბევრჯერ დაინგრა და აშენდა ხელმეორედ. აღდგა 1774 წელს ერეკლე II მეფობის დროს, მაგრამ დაზიანდა 1920 წელს მიწისძვრის დროს.

სტალინის მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

ღირსშესანიშნაობები

  • გორის ციხე

    ისტორიული ციხესიმაგრე ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენ...

  • ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

    მუზეუმი 1935 წელს დაარსდა. ამჟამად მასში დაცულია 48 100-ზე მეტი ექსპონატი, როგორიცაა: ლითონწარმოების...

  • იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

    საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა და მასში 60 000-მდე ექს...

  • გორიჯვარი

    ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს. სამკურნალო ფაქტო...

  • უფლისციხე

    კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხე...

  • ატენის ხეობა

    ბუნერბივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობაში უამრავ ტურისტულად საინტერესო სანახაობას ვხვდებით: დი...

  • სოფელი გარდატენი

    სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, ქ. გორიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მასში წარმოდგენილია ისეთ...

  • რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

    VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ტაძარი ქ. გორიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გადმოცემით ტაძარი მ...

  • ურბნისის საკათედრო ტაძარი

    სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვ...

სხვა მიმართულებები