მეფე ვახტანგ I გორგასალმა აღნიშნული ტერიტორია აღადგინა და გააშენა, სწორედ ის ითვლება თბილისის დამაარსებლად. ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ძველი ქართული სიტყვიდან „ტფილი“, რაც თბილს ნიშნავს და გოგირდის მრავალრიცხოვან ცხელ წყაროებს აღწერს.

ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, მეფე ვახტანგ გორგასალი ტყეში ნადირობდა. უეცრად მის მიმინოს ხოხობი დაუჭერია. ფრინველები ცხელ წყაროში ჩავარდნილან და დაფუფქულან. წყაროების თვისებებით მოხიბლულ მეფეს ტყის გაჩეხვისა და ქალაქის გაშენების ბრძანება გაუცია. თბილისი სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს 41° 43’ ჩრდილოეთ განედზე და 44° 47’ აღმოსავლეთ გრძედზე. დედაქალაქი აღმოსავლეთ საქარ- თველოში მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზეა განლაგებული. ქალაქი ზღვის დონიდან 380-770მ სიმაღლეზეა, მას ამფითეატრის ფორმა აქვს და სამი მხრიდან მთები ემიჯნება.


Sights in თბილისი


თბილისი
ძველი თბილისი

ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები სწორედ ძველ თბილისშია თავმოყრილი. ეს უბანი ასევე გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით; შარდენის ქუჩითა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები და გალერეები

თბილისი
ნარიყალა

ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ძველი თბილისის ყოველი კუთხიდან მოჩანს, IV -XVI საუკუნეებში წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას ადგილობრივი მმართველებისთვის.

თბილისი
რუსთაველი და თავისუფლების მოედანი

რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და ქალაქის ცენტრად მოიხსენიება - აქ მდებარე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნეს დაწესებულებების სიმრავლის გამო.

თბილისი
ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. საბაგირო რკინიგზას მთაწმინდის პლატოზე მდებარე კულტურისა და დასვენების კომპლექსთან მივყავართ. აქვეა „ბომბორა“ - ქალაქის ყველაზე დიდი გასართობი პარკი.

თბილისი
მშრალი ხიდი

„მშრალი ხიდი“ცნობილია სურათების გამოფენა-გაყიდვით, ანტიკვარიატის ბაზრობითა და „საბროკერო ბირჟით“.

თბილისი
აღმაშენებლის გამზირი

თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქუჩა. აქ შეხვდებით ძველ არქიტექტურულ ნაგე- ბობებს, მოხატულ სადარბაზოებს და გამორჩეულ ორნამენტებს.

თბილისი
საქართველოს მუზეუმი

საქართველოს მუზეუმი 1919 წელს დაარსდა და მის ფონდებში დაცულია ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალური მასალა: 40 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველთა ნაშთები, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანათა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები. მის.: შოთა რუსთაველის გამზირი # 3

თბილისი
ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმის “საგანძურში” გამოფენილია წინაქრისტიანული ხანის უნიკალური არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული ხანის ქართული ოქრომჭედლობის შედევრები (VII-XIX სს.), ხატები, ჯვრები, ტიხრული მინანქრის კოლექცია და ქართული ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები.

თბილისი
გაბრიაძის თეატრი

პირველი ქართული მარიონეტული თეატრია თბილისში, რომელიც 1980 წელს დაარსდა. თეატრის შესასვლელთან საათის კოშკია, საიდანაც 12 საათზე მექანიკური თოჯინები წუთნახევრიან წარმოდგენას მართავენ. მის.: შავთელის ქ. #13

თბილისი
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სამება ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. საკათედრო ტაძრის კომპლექსი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება და აერთიანებს 9 ეკლესიას, სხვადასხვა დამხმარე შენობებს და ულამაზეს ბაღს.

სხვა მიმართულებები

DESTINATIONS
  • ბორჯომი
    ...
  • გორი
    ...
  • ქუთაისი
    ...
  • ყაზბეგი
    ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში ...