KA

ენგურის კაშხალი

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
წალენჯიხა

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ქალაქ ჯვარიდან შავ ზღვამდე.

მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.

ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.

2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.

2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.

"ენგური ატრაქცია" გთავაზობთ სამი სახის ტურს:
საფეხმავლო ტურს, მოკლე ტურსა და სრულს ტურს, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს https://www.enguridam.ge/

ფეისბუქი:  https://www.facebook.com/enguriattractions

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/enguriattractions/

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა