საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

ლომისმთა - რამდენიმედღიანი სალაშქრო მოგზაურობა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვარზე, ლიკანის მცველთა საგუშაგოდან ლომისმთის დალაშქვრაა შესაძლებელი. ლიკანის საგუშაგოდან დაწყებული მარშრუტი 43 კმ-ის სიგრძისაა და მარელისის საგუშაგოსთან სრულდება. გზად, სანამ მთის მწვერვალამდე, ზღვის დონიდან 2198 მეტრ სიმაღლემდე მანძილს დაფარავ, ბევრ საინტერესო სანახაობას გადააწყდები.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

მარშრუტის სპეციფიკა

წიწვოვანი და შერეული ტყით დაფარულ მთაზე, მოლაშქრეთა თავშესაფრებთან ერთად, წმინდა გიორგის პატარა სალოცავი შეგხვდება, იქაურობას უჩვეულო მყუდროებით რომ ავსებს. ტყეში მდინარე და მასზე გადებული ულამაზესი ხიდიცაა. შეუმჩნეველი არც ისინი დაგრჩება. 

არ იფიქრო, რომ ლომისმთის დალაშქვრას ერთ დღეში შეძლებ - აქ რამდენიმედღიანი მოგზაურობისთვის უნდა მოემზადო. აუცილებელი რჩევაა, თან იქონიო ნაჯახი, რადგან მკაცრი კლიმატი გაიძულებს, კოცონისთვის რეინჯერების მიერ დატოვებული შეშა დაჩეხო. 

გზად უამრავი უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი ხე შეგხვდება, რომელთა მოჭრა მკაცრად იკრძალება - მათი უმეტესი ნაწილი წითელ წიგნშია შეტანილი. ასეთია, მაგალითად, უთხოვარი, იგივე ურთხელი, უხრავი და სხვა. 

გზა რომ არ აგებნეს, ბილიკების გასწვრივ დამონტაჟებულ სპეციალურ დაფებზე მითითებული ინფორმაციები არ უნდა გამოტოვო. 

ხოლო როდესაც ლომისმთაზე ახვალ და არემარეს გადახედავ, თავს მართლაც მეფურად იგრძნობ. მზიან ამინდში მისი სიმაღლიდან ევროპის უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის დანახვასაც შეძლებ.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა