They said books-ის ვარდისფერ, წითელ, შავ-თეთრ და მწვანე კონცეპტუალურ სივრცეში შეხვდები წიგნებს პოპულარულ თემებზე: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, მუსიკა, მოდა, ფოტოგრაფია, კინო და ვიზუალური ხელოვნება. აქვეა წარმოდგენილი სამოგზაურო გზამკვლევები, წიგნები და ჟურნალები კულინარიის, სასმელებისა და ავტომობილების შესახებ. აქ აუცილებლად შეამჩნევ ხის დეკორატიულ ყუთებსა და ექსპოზიციებს, რომლებიც ცვალებადია.
They said Books გთავაზობს წიგნებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყო ხელმისაწვდომი. გამომცემლობები მრავალფეროვანია და მოიცავს: Phaidon-ს, Abrams&Chronicle-ს, „მომა წიგნებს“ (MoMa Books), „სკირას“ (Skira) და ყველასათვის საყვარელი და მიმზიდველი გამომცემლობა „თაშენის“ (TASCHEN) წიგნებსაც.
მაღაზიის სტენდებზე, ჟურნალების: Another-ის, Walpaper-ის და System-ის ეგზემპლარებთან ერთად, ხელოვნების, მუსიკის, ფოტოგრაფიისა თუ დიზაინის შესახებ გამოცემულ არტწიგნებსაც შეხვდები. აქ, აგრეთვე, შეიძენ მცირე წარმოების ბრენდულ სუნამოებს, სხვადასხვა ბრენდის სათვალეს, Boy smells-ის სანთლებს, School of life-ის გასართობ წიგნებს, თამაშებსა და ვინილებს.
They said books-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ინდიჟურნალებია, რომელთა არჩევანიც საქართველოში საკმაოდ მწირია.
აქვე შეგიძლია მყუდრო კაფე Five Elephant-ში ახლად შეძენილი გამოცემის კითხვისას უგემრიელესი ყავაც დააგემოვნო.