„17 კვადრატი“ პირველი მაღაზია იყო, რომელიც ამ კონცეფციით შეიქმნა და ის 2013 წელს დიზაინერმა ნიკოლოზ ლიტიძემ ჭანტურიას ქ. #8-ში, 17 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცეში გახსნა. მაღაზიის სახელიც სწორედ აქედან დაიბადა. „17 კვადრატის“ უკან ლიტიძის საწარმო მდებარეობს, სადაც ეს განსაკუთრებული, ფერადი ნივთები იქმნება. დღეს „17 კვადრატში“ სხვა ქართველი დიზაინერების ხელნაკეთ ნივთებსაც შეხვდები, თანაც სასურველ ფასად - 1 ლარიდან 480 ლარის ჩათვლით.
სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერისა თუ დიზაინის ჩანთები მოგზაურებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამიტომ მის შერჩევას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, მით უფრო - უცხო ქვეყანაში. მაღაზია „17 კვადრატიც“ სწორედ ამისთვისაა - ტურისტებსა და მოგზაურებს არჩევანი რომ გაუადვილოს და თან ყოველი ნივთის შეძენისას სიამოვნება მიანიჭოს. აქ შექმნილი გარემო, მშვიდი, ლამაზი მწვანე ეზო და ულამაზესი ინტერიერი ქვეყნის ნებისმიერი სტუმრისთვის თბილისში მოგზაურობის ერთ-ერთი სასიამოვნო გამოცდილება იქნება, შეძენილი ნივთი კი - ნამდვილად გამორჩეული თანამგზავრი ნებისმიერ ქვეყანაში.