საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Rike Bazaar

რიყის ბაზარი

ძველი თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი - რიყე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავლაბრისა და ჩუღურეთის უბნებს შორის მდებარეობს. XVII საუკუნეში ის საასპარეზო ადგილი იყო; აქედან რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზაც გადიოდა. XIX საუკუნეში რიყეზე იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები, თუმცა XX საუკუნის 70-იან წლებში, ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით, რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. დღეს ეს ადგილი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია საყიდლებისთვის.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გვთავაზობს „რიყე ბაზარი“?

„რიყე ბაზარი“ თბილისის უნიკალური სავაჭრო სივრცეა - თანამედროვე სახის ბაზარი, სადაც მხოლოდ ქართული კომპანიების ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.   

აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში ქართული წარმოების სასმელები და არაერთი სახის ქართული ნატურალური პროდუქცია შეიძინონ: სხვადასხვა დასახელების ყველი, ჩურჩხელა და ნაირ-ნაირი სუვენირი, მათ შორის - ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარები, ტანსაცმელი და სამკაულები.

„რიყე ბაზარში“ ცნობილ ქართულ ბრენდებსაც შეხვდები. აქ ხშირად  ეწყობა გამოფენა-გაყიდვები, რომელზედაც დედაქალაქში დამზადებული აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმია წარმოდგენილი.

როგორ მივიდეთ „რიყე ბაზრამდე“?

„რიყე ბაზარი“, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ამ ადგილამდე მისვლა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, თუმცა გზის გარკვეული ნაწილის გავლა შესაძლოა, ფეხითაც მოგიწიოს. 

თუ ყველაზე მოკლე გზას ეძებ, შეგიძლია, სანაპიროზე ჩახვიდე და შუშის ხიდი გადაიარო. სავაჭრო სივრცე სწორედ მის ქვეშ მდებარეობს. „რიყე ბაზარი“ განსაკუთრებით ახლოა მეიდანთან და „კოლმეურნეობის მოედანთან“.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა