ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები | Georgia Travel


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 150 კილომეტრი, საქართველოს უკიდურეს სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და არწივის ხეობის, ალაზნის ჭალისა („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლებს აერთიანებს.

ვაშლოვანის უნიკალურ ლანდშაფტს, ტყისა და ჭალის ეკოსისტემებს, სემიარიდულ ტერიტორიებს, ქარის გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ ეროზირებულ მთებს, რომლებსაც „არეულებს“ ეძახიან, კანიონებს, ხეობებსა და ხრამებს 7 მარშრუტი ფარავს და ვიზიტორებს 1 და 2 დღიანი სამანქანო, ველო და საფარიტურების ფართო არჩევანს სთავაზობს.  

აქ შეგიძლიათ ნახოთ ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები, დათვის ხევის განამარხებული მოლუსკები, ქარისგან გამოფიტული, ეროზირებული მთები, ხორნაბუჯის ციხე, კაკლის ყურე და შავი მთა, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა და ველის იორდასალამი. ტურისტული სეზონი გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად საუკეთესო დროა მაისიდან ნოემბრის ბოლომდე.

ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5




სხვა აქტივობები