კოლხეთის ეროვნული პარკი | Georgia Travel


კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს. პარკში განსაკუთრებულად საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.

კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს 3 სანაოსნო მარშრუტზე პონტონით, კაიაკით, კატერითა და ნავით გასეირნების გარდა ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკოსაგანმანათლებლო ტურებსაც სთავაზობს.

აქ შეგიძლით ნახოთ ოქროს და პალიატომის ტბები, ანაკლიის სანაპირო, მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. ტურისტული სეზონი კოლხეთის ეროვნულ პარკში მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ფოთი, მალთაყვის უბანი, გურიის ქ. N 222




სხვა აქტივობები