ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები | Georgia Travel


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 155 კილომეტრში, საქართველოს უკიდეურეს ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს. 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტებს სთავაზობს. 5 კეთილმოწყობილი და მარკირებული ბილიკი ხელუხლებელი ველური ლანდშაფტით მდიდარ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სალაშქრო, საგანმანათლებლო, საცხენოსნო, კულტურული, სოკოს და ირმის მყვირალობის ტურების ფართო არჩევანს იძლევა. ადმინისტრაციის ეზოში საგანგებოდ ბავშვებისთვისაა მოწყობილი 600 მეტრიანი ,,ბუნების შემეცნებითი ბილიკი". 

 

აქ შეგიძლიათ ნახოთ როჭოს და ნინოსხევის ჩანჩქერები, მაჭის ციხე, შავი კლდეების ტბა, მოყვავილე იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩისა და ლაგოდეხის იორდასალამი. ტურისტული სეზონი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

 

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. N197




სხვა აქტივობები