მარტვილის კანიონი | Georgia Travel


მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი ქუთაისიდან 45 კილომეტრში,  მარტვილის მახლობლად, სოფ. ინჩხურში მდებარეობს.  

მარტვილის კანიონზე ფეხით ან ნავით გასეირნებისას შეგიძლიათ ნახოთ დადიანების ბილიკი,  მთის მდინარის ულამაზესი ხეობა, კირქვის ბუნებრივი ხიდები, გადასახედი პლატფორმები, ჩანჩქერები, ისტორიული წისქვილი, განამარხებული ნიჟარები და ზღვის ზღარბები.

მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, აქტიური სეზონია აპრილიდან ოქტომბრამდე.

 

ვიზიტორთა ცენტრი: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინჩხური.




სხვა აქტივობები