მთასვლელობა | Georgia Travel


მთასვლელობა

თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ და გამოწვევები გიტაცებთ, გამოსცადეთ მთასვლელობა საქართველოში. ასეთი ტიპის აქტივობებისთვის ეს ქვეყანა საუკეთესო შესაძლებლობებს გთავაზობთ . კავკასიონის უსასრულო მთები და მუდამ თოვლიანი მწვერვალები მთელს სიგრძეზე გასდევს ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს. მონ ბლანზე მაღალი 12 ულამაზესი მწვერვალით საქართველო მთასვლელთათვის უსაყვარლესი ადგილია ევროპაში. 5000 მეტრზე მაღალი ყაზბეგის ან შხარას დაპყრობა მხოლოდ განსაკუთრებული გამბედაობის მქონეთა ხვედრია. თუმცა, აქაური რელიეფი იმდენად მრავალფეროვანია, ყველას შეუძლია,  სასურველი სიმაღლის მწვერვალი იპოვოს. 




სხვა აქტივობები