საქართველო ფაუნის შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ნადირზე ნადირობის მოყვარულთათვის. საქართველოზე გადის გადამფრენი ფრინველების მნიშვნელოვანი სამიგრაციო ზოლი, რაც სეზონების მიხედვით, არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ოცდაათამდე სახეობის გადამფრენ ფრინველზე ნადირობისთვის. რაც შეეხება სხვა ნადირ-ფრინველს, მათი მონადირება ქვეყანაში არსებულ სამონადირეო მეურნეობებშია დასაშვები.