ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი ქუთაისიდან 42 კილომეტრში, იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდებარეობს.
ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ოკაცეს 3-კასკადიანი ჩანჩქერი, დადიანების პარკი და მდინარე საწისქვილოს ხეობა. ოკაცეს კანიონზე ტურისტული სეზონი გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ვიზიტორთა ცენტრი: სოფელი გორდი