პილიგრიმული ტურიზმი | Georgia Travel


პილიგრიმული ტურიზმი

როგორც ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა ჩვ. წ. აღ-ით მეოთხე საუკუნეში, საქართველო დღეისათვის ამაყობს თავისი რელიგიური თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმავლესობა ქრისტიანია,  საქართველო არის ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ქვეყანათაგან, სადაც ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები და სამლოცველოები მშვიდობიანად თანაარსებობენ ერთმანეთის გვერდიგვერდ.  თბილისში სეირნობის დროს შეიძლება სათვალავი აგერიოთ  რელიგიური შენობების  დათვლისას, მაგრამ არც ერთი მათგანი არასოდეს არ ტოვებს მომაბეზრებელ შთაბეჭდილებას.  
  • ბაგრატის ტაძარი
ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს.  
  • მოწამეთა მონასტერი
მოწამეთა მონასტერი მდებარეობს 6 კილომეტრში ქუთაისიდან. დღემდე ეკლესია თარიღდება მე -11 საუკუნით, თუმცა არსებობს ისტორიული ჩანაწერი, რომ ეკლესია აშენდა ჯერ კიდევ მე -8 საუკუნეში. მოწამეთა მონასტერი იზიდავს უამრავ  ტურისტს. უძველესი თქმულებაა: რომ თუ  თქვენ 3-ჯერ გაძვრებით მოწამეთა სარკოფაგების ქვეშ,  სურვილი აგისრულდებათ.  
  • გელათის მონასტერი
ქუთაისიდან 11 კმ-ში   მდებარეობს  გელათის მონასტერი.  მისი მთავარი შენობები აღმართულია მე -12 და მე -17 საუკუნეებში. იგი  იყო მნიშვნელოვანი რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. სამონასტრო კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში და მისი არქიტექტურა ცნობილია შესანიშნავი მოზაიკითა და ფრესკებით.  სწორედ ამ ტაძარშია დასაფლავებული მეფე დავით აღმაშენებელი.  
  • არქიტექტურა
ქართული ხუროთმოძღვრება ძველი და ახალი არქიტექტურის შერწყმის უნიკალური ნაზავია.  კლდეში ნაკვეთი ქალაქები, ძველი ეკლესიები, ტაძრები და შუა საუკუნეების კოშკები  მთებში, ქალაქის გალავნები და ციხეები, რომლებიც მოწმენი არიან უძველესი ისტორიული მოვლენების და ეს ყველაფერი ახლოსაა 19-ე საუკუნის თანამედროვე და ელეგანტურ შენობებთან. გაისეირნეთ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში, ესტუმრეთ ვარძიას, შატილს და მესტიას _ მიეცით თქვენს მზერას საშუალება დატკბეს საქართველოს ხუროთმოძღვრებით.



სხვა აქტივობები