სამთო სათხილამურო | Georgia Travel


სამთო სათხილამურო

ბაკურიანი ბაკურიანი განთავსებულია კავკასიის განსაცვიფრებელი  მთების ჩრდილში, 1700 მეტრ სიმაღლეზე ბორჯომის რაიონში, რომელიც მხოლოდ სამი საათის სავალზეა  თბილისიდან. ბაკურიანი არის მსოფლიოს მოთხილამურეების შეკრების ადგილი. იგი გამოირჩევა თორმეტამდე ალპური ფერდობითა და თხილამურებით რბოლისთვის გამიზნული  ბილიკებით. ბაკურიანი გთავაზობთ ევროპაში ყველაზე სანახაობრივ სათხილამურო  გამოცდილებას. თავდაპირველად, ბაკურიანი იყო განვითარებული, როგორც ოლიმპიური სასწავლო დაწესებულება და არ არის გასაკვირი, რომ ის არის საქართველოში ყველაზე პოპულარული ზამთრის სპორტისა და დასვენების ადგილი. იხალისეთ სათხილამურო რბოლის ბილიკებით, საცხენოსნო ტურებით,  იციგავეთ, ან უბრალოდ, ისეირნეთ ლამაზ დათოვლილ ტყეებში.  კოხტაგორა კოხტაგორა განლაგებულია 2155 მ. სიმაღლეზე. მას კოხტაგორას ორადგილიანი საბაგირო გზა და 2 საბუქსირე გზა (ე.წ. ბუგელი) ემსახურება. აქაა შავი და წითელი,  რთული და საშუალო სირთულის ტრასები, რომლებიც მწვერვალიდან მარჯვენა და მარცხენა მხარეს ეშვებიან; თუ კოხტაგორას საბაგირო გზის შუა ბაქანზე ჩამოხვალთ, მოხვდებით კოხტას პლატოზე, სასრიალო ტრასის მარტივ (ლურჯ) მონაკვეთზე, სადაც დამწყები და მოყვარული მოთხილამურეები სრიალებენ.  კოხტა 2 (ტატრა) მთა კოხტა 2 (2,255 მ) ბაკურიანში ცნობილია, როგორც ტატრა. წითელი და ლურჯი ბილიკები აქ გადაჭიმულია  1.8 კმ-ზე.  25-მეტრიანი ოცდახუთიანი არის ადგილი მარტივი სრიალისთვის, რომელიც განთავსებულია წრეზე,  ძველ 25-მეტრიან თხილამურებით სახტუნაო ბილიკთან, რის გამოც ამ ადგილს ჰქვია ეს სახელი.  აქ დამწყებებს და ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ თხილამურებით სრიალი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში, რომელსაც გარს აკრავს კავკასიის მთები.  თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ იციგაოთ, ან იქირაოთ მარხილი ცხენით, რომელიც გაგასეირნებთ დათოვლილ ტყეებში.  დიდველი დიდველი  არის ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. მთა საქველოს აქვს სათხილამურო კურორტებს შორის ყველაზე გასაოცარი ხედი. აქედან  თქვენ შეგიძლიათ გონდოლებით ახვიდეთ  მთა საქველოს ფერდობებამდე და ისრიალოთ ლურჯ და წითელ ბილიკებზე.  ყველაზე გრძელი ბილიკი 4 კმ-იანია. გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ გააგრძელონ გზა გონდოლების ბოლოდან საბაგიროთი თითქმის საქველოს მწვერვალამდე. აქ თქვენ შეგიძლიათ  ისრიალოთ ძალიან რთულ და ციცაბო _ წითელ და შავ ბილიკებზე.  გუდაური გუდაური მდებარეობს კავკასიის მთების შუაგულში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთებით არის გარშემორტყმული.  გუდაური, რომელიც  თბილისიდან ძალიან მცირე მანძილითაა  დაშორებული,  ყველა სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს. სათხილამურო სეზონი, ძირითადად,  დეკემბერში იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ გუდაური ყველა დონის მოთხილამურეს და სნოუბორდისტებს სთავაზობს სრულ მომსახურებას, ხოლო ნამდვილ ექსპერტებს კი შეუძლიათ თავი გამოსცადონ ევროპაში ყველაზე ლამაზ და გამომწვევ თოვლიან ფერდობებზე.  სათხილამურო რბოლა შორეული ხეობები,  მოვლილი ბილიკები და ხელშეუხებელი მთისწინეთი გუდაურის  გარშემო გთავაზობთ  უპრეცედენტო სათხილამურო რბოლას.  გიდის დაქირავება საშუალებას მოგცემთ  მოიცვათ ტერიტორიის მეტი ნაწილი და შეიგრძნოთ ახალ თოვლზე სრიალის სიამოვნება. ასევე, გუდაური მოთხილამურეებს სთავაზობს „ჰელისკიინგ“-ს (ვერტმფრენებით  ასვლა მწვერვალზე თხილამურებით დასაშვებად), რომელიც პრაქტიკულად, ხორციელდება ევროპაში  ერთ-ერთ ექსტრემალურ სიმაღლეზე, 4 200 მეტრზე. ჩვენი ვერტმფრენების სერვისი უზრუნველყოფს  მოთხილამურეების და მათი გიდების უსაფრთხო გადაყვანას მწვერვალებზე, საიდანაც მსოფლიოში ყველაზე გამომწვევი დაშვებების შესაძლებლობა ეძლევათ.  სათხილამურო სკოლა გუდაურის სათხილამურო სკოლა გთავაზობთ კურსებს დამწყებთა ყველა ასაკისათვის. თუმცა, გამოცდილ მოთხილამურეებსაც შეუძლიათ დროდადრო გაიუმჯობესონ თავიანთი სრიალის ტექნიკა და სტილი.  თხილამურებისგაქირავება ახალი, თანამედროვე აღჭურვილობის დაქირავება შესაძლებელია გუდაურის სათხილამურო სკოლებში, ადგილობრივ მომწოდებლებთან და სასტუმროებში.  სამაშველოდასასწრაფოდახმარება გუდაურის ყველა სათხილამურო ტერიტორია პატრულირებადია გამოცდილი სათხილამურო სამაშველო და პირველადი დახმარების გუნდებით. ასევე ხელმისაწვდომია სასწრაფო ვერტმფრენით ევაკუაცია თბილისში.  მესტია მესტია  ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრია, რომელიც მდებარეობს  საქართველოს დედაქალაქ  თბილისიდან  456 კმ. და ზღვის დონიდან 1.500 მეტრზე. მესტია  საწყისი  წერტილია სვანეთში მოგზაურობისთვის. აქ მრავლად არის საოჯახო სასტუმროები, სასტუმროები და  ტურისტებისთვის მომსახურეობის ცენტრები, რაც მოსახერხებელია  ტერიტორიის შესასწავლად. ასევე ახალი სათხილამურო კურორტი მესტიაში საშუალებას მისცემს დამსვენებლებს  თხილამურებით და სნოუბორდით  ისრიალონ. ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ რელიგიას, ისტორიას და მოინახულონ  კედლის ფრესკები ეკლესიებში,  რომლებიც თარიღდება შუა საუკუნეებით. წმინდა გიორგის ეკლესიაში შემონახულია ჯვრები და ნივთები, რომლებიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ასევე ფუსდის ეკლესიაში  შემონახულია მე-13 საუკუნის  კედლის ფერწერა.  




სხვა აქტივობები