ჭაჭუნა | Georgia Travel


ჭაჭუნა

ჭაჭუნას აღკვეთილი თბილისიდან 150 კილომეტრში,  საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ივრის ორივე ნაპირს 70 კმ-ის მანძილზე მიუყვება.

მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით საინტერესო ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.

აქ გაზაფხულზე შეგიძლიათ ნახოთ მოყვავილე ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა და იორდასალამი. ტურისტული სეზონი ჭაჭუნაზე მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5

 




სხვა აქტივობები