იყიდე ბილეთი






თარიღი

2019-05-26
20:00

სტალინგრადი

სპექტაკლის შესახებ

სპექტაკლი „სტალინგრადი“ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლას ასახავს, მაგრამ ის სამხედრო შეტაკებებსა თუ გმირულ შეტევებზე არ არის. ეს სპექტაკლი სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ადამიანებზეა – წითურ ბიჭუნაზე, რომელიც ბრძოლის წინ იგებს, რომ საცოლემ უღალატა და სხვას მიყვება ცოლად; ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ელოდება ქმრის დაბრუნებას და ბავშვის აკვანთან ჩუმად მღერის; დედა ჭიანჭველაზე, რომელიც ჯარისკაცის ჩექმისაგან დაღუპულ საკუთარ შვილს დასტირის; საფორანე ცხენ ალიოშაზე, რომელსაც ცირკის ცხენი ნატაშა შევარებია….სხვადასხვა პერსონაჟის მიერ მოყოლილი ისტორიები მაყურებლის ცნობიერებაში ერთიანდება და ომის საშინელების შეგრძნებასთან ერთად, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების მუდმივი ზეიმის შეგრძნებას ტოვებს.

პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძე

პრემიერა: 1996 წელი, დიჟონი, საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 90 წუთი

როლებს ახმოვანებენ:
იგორ ტოლტიკოვი, იგორ ლუჩინსკი, ტატიანა კუზნეცოვა, ვალერი ბასელი, იური პლაშკოვი, ოლეგ შკოლნიკი, ვიქტორ სტრიჟევი, ნატალია სმირნოვა, ინესა რომანოვა, ოლეგ ფენდურა, ანატოლი პადუკა, იური ლოპარევი, ვასილი იაკოვეცი, ევგენი ბუბერი, იური ვიტიკოვი, ტატიანა მინკინა, სვეტლანა ვინოგრადოვა, ლია ახეჯაკოვა.

მსახიობები:
ვლადიმერ მელცერი, თამარ ამირეჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ანა ნიჟარაძე

თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები:
ლუკა გონაშვილი, რეზო გაბრიაძე, შმაგი სავანელი, ლუკა გონაშვილი, ვლადიმერ მელცერი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი, გაიანე თაყაიშვილი, მაია კობახიძე, თამარ ამირეჯიბი, ირინა უჯმაჯურიძე, თამარ კობახიძე

მუსიკალური გაფორმება:
რეზო გაბრიაძე, ელენე ჯაფარიძე
იოანე შავთელის 13, თბილისი