სათაფლიის ნაკრძალი ქ. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით, 6 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე, რომელიც ხუთას ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე შესაძლებელია დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის მონახულება; კარსტული მღვიმის
დათვალიერება; შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა და სხვა საინტერესო-სათავგადასავლო აქტივობების განხორციელება. მის.: სოფ. ბანოჯა